კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დაპირისპირებული მხარეები უნდა შეთანხმდნენ, ქვეყანა უნდა გავაერთიანოთ და...

“დაპირისპირებული მხარეები უნდა შეთანხმდნენ, ქვეყანა უნდა გავაერთიანოთ და განვითარების გზას დავადგეთ” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის შეფასებისას აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“, თავისი გადაწყვეტილებებით, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა საკუთარი ქვეყანა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერ ლიდერს იმედი აქვს, რომ უახლოეს კვირებში შეთანხმება მოხდება:

ჩვენ გვაქვს ორი კონკრეტული ფლანგი სადაც აქტიურ ქმედებებს ვახორციელებთ, ერთი – ქვეყნის შიგნით არაძალადობრივი პროტესტი და მეორე ეს არის აქტიურობა საგარეო ასპარეზზე. ვხედავთ, რომ თითქმის სრულად შეიცვალა გარემოებები და ყველა ნათლად ხედავს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ქვეყანა, თავისი გადაწყვეტილებებით. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ნიკა მელიას დაკავებაზე, საუბარია ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე.

მინდა ოპტიმისტი ვიყო და უახლოეს კვირებში ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება და ამის იმედი მაქვს. ყველა დაიღალა ამ არეულობით. არც ევროკავშირისთვის და არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სულ ერთი არ არის, თუ რა იქნება საქართველოში, როგორ წავა ეს ქვეყანა, რადგანაც, მოდით პირდაპირ ვთქვათ, საქართველო არის ერთ-ერთი უკანასკნელი ფორპოსტი, დღეის მდგომარეობით, დემოკრატიული ევროპული განვითარებისთვის. ჩვენ მარტო არ ვართ ამ ბრძოლაში, ჩვენ ძალიან მაგარი ზესახელმწიფოები გვიჭერენ მხარს.

არეულობა უნდა ჩავაცხროთ, დაპირისპირებული მხარეები უნდა შეთანხმდნენ, ქვეყანა უნდა გავაერთიანოთ და განვითარების გზას დავადგეთ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...