კვირა, ივლისი 13, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე ოპოზიციას კი არ ვებრძვი, მე ვებრძვი იმ...

“მე ოპოზიციას კი არ ვებრძვი, მე ვებრძვი იმ ადამიანებს, ვინც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს” – ირაკლი ღარიბაშვილი

ოპოზიციასთან დამოკიდებულების თაობაზე პარლამენტში დასმულ შეკითხვას პასუხობს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და აცხადებს, რომ ის არა ოპოზიციას, არამედ იმ ადამიანებს ებრძვის, ვინც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა საქართველოს:

,,მე ოპოზიციას კი არ ვებრძვი, მე ვებრძვი იმ ადამიანებს, ვინც უზარმაზარი ზიანი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს. ვინც ტერიტორიები დაგვაკარგვინა, ვინც გაყიდა ჩვენი ისტორიული მიწები, ვინც ასიათასობით ჩვენს მოქალაქეს პატივი, ღირსება, ნამუსი აჰყარა, გაასამართლა, ვინც ბიზნესები დაანგრია, ვინც აწამა და დატანჯა ჩვენი მოსახლეობა. აი ამ ხალხს ვებრძვი. და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მე – რიგითი პოლიტიკოსი და რიგითი მოქალაქე, რომ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, ჩვენი ქვეყნის მტრები ვერასოდეს ვეღარ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

თქვენ თუ ამ განსხვავებას ვერ ხედავთ, მაშინ არ ვიცი რაზე უნდა გესაუბროთ. როდის დაინახეთ, რომ მე ოპოზიციას ვებრძოდი? ასეთი განზოგადებული კითხვა საერთოდ საიდან მოგდით ეს აზრი. თქვენ აყოლილი ხართ ნაც. მოძრაობის ამ ნარატივს, რომ გუშინ და დღეს ვერ ჩამოყალიბდნენ. და ასე ვთქვათ უნდა დავაზუსტოთ, რომ მე ვებრძვი ჩვენი ქვეყნის მტრებს. როგორც შიდა მტრებს, ისე გარე მტრებს. აი ეს არის ჩემი პასუხი. მომიყვანეთ ერთი კონკრეტული მაგალითი, თუ მე, ასე ვთქვათ, მიუკერძოებელი რაღაც ისეთი პოზიცია დავაფიქსირე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ.

მე მაქვს ჩემი მკაფიო პოზიცია, ამ პოზიციას მე ვერ შემაცვლევინებს ვერავინ. იმიტომ, რომ ამ ადამიანებთან როგორ შეიძლება, ნორმალურმა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანმა ისაუბროს. თქვენ იდექით მათთან ერთად და კარგია, რომ გამოეცალეთ და კარგია, რომ დისტანცირება მოახერხეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე “რაზბორკები” ადასტურებს, რომ ის თავისი ბუნებით მაფიოზური წარმონაქმნია – გია ნოდია

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შექმილი რეალობის შესახებ საუბრობს განათლების ყოფილი...

“აშკარად ჩანს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია არეულია” – კახა კალაძე

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რადგან...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“თითქმის ყველა აქტიური ოპოზიციონერი ლიდერი ტყვეობაში გყავთ და შალვა, შენ შირაქის ველზე რომელ ლიდერებს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილს პასუხობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...