კვირა, ოქტომბერი 26, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ ქვეყნის თავზე, დენთის კასრის დაკიდება არავის ეპატიება"...

“ამ ქვეყნის თავზე, დენთის კასრის დაკიდება არავის ეპატიება” – ხატია დეკანოიძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა არ უწყობს ხელს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების სტაბილიზაციას. ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი საფრთხის ქვეშაა და აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორების რჩევის მიღება – მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის:

,,დღეს ერთპარტიული პარლამენტის ტრიბუნიდან ჩვენ მოვისმინეთ ძალიან შემაშფოთებელი განცხადებები „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან, ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით, განსაკუთრებული ზიზღის ენით პოლიტიკური ოპონენტების, თავისუფალი მედიის და ყველა იმ ადამიანის, ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა ღიად დაადასტურა, რომ მისი მთავარი პოლიტიკა – ეს იქნება დევნა პოლიტიკური ოპოზიციის. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია მართლმსაჯულების სისტემაში და მათ შორის, რა თქმა უნდა, ნიკა მელიას მიმართ, ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება.

ირაკლი ღარიბაშვილის აგრესიული რიტორიკა, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს, რომ ქვეყანაში ეს მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არსებობს მოლაპარაკების გზით განიმუხტოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ კრიზისის ფონზე, სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა და პარტიებმა ღიად მოვუწოდეთ ხელისუფლებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გაგვეგრძელებინა მოლაპარაკებები. იგი ღიად უწოდებს პოლიტიკურ ოპონენტებს ყველა იმ სიტყვას, რომელიც მიუღებელია თანამედროვე ცივილიზაციისთვის და დემოკრატიისთვის. იგი ღიად უხდის მადლობას ბიძინა ივანიშვილს ჩარევისთვის მართლმსაჯულების სისტემაში და ყველაზე მნიშვნელოვანი: კრიმინალებს ღიად იმ ადამიანებს უწოდებს, რომლებიც იცავენ თავისუფალ სიტყვას და თავისუფლებას.

მე მინდა მოვუწოდო მას და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც დღეს ხელს დააჭერს ღილაკს და ხმას მისცემს ირაკლი ღარიბაშვილს, უნდა გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის თავზე, დენთის კასრის დაკიდება არავის ეპატიება.

უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი არის საფრთხის ქვეშ. უნდა გვახსოვდეს ის ყველაფერი, რაზეც საუბრობთ ირაკლი ღარიბაშვილი, იმის მაგივრად რომ ისაუბროს გაუბედურებულ და გაპარტახებულ ეკონომიკაზე, იმის მაგივრად რომ ისაუბროს ვაქცინაციაზე, იმის მაგივრად, რომ ისაუბროს მოქალაქეებზე, რომლებსაც საერთოდ არანაირი შემოსავალი არ აქვთ, მისი რიტორიკა გრძელდება ,,ნაციონალური მოძრაობისა” და პოლიტიკური ოპონენტების ჭრილში.

მე ყველაზე მნიშვნელოვნად რაც მიმაჩნია არის ის, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს და ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის ჩვენ გვესახება საერთაშორისო პარტნიორების ყურის მიგდება და მათი ჩართულობით მოლაპარაკებები”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დროზე, თქვე ტურებო, სანამ გადაგსქრინეთ ყველანი!” – ვახო სანაია

ვახო სანაიას მინი "პოლიტიკური ფეისბუქ-გაკვეთილი" ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი მხარდამჭერებისთვის,...

“როგორც ჩანს, თქვენი შეცდომა ბოიკოტი კი არა, “ოცნებიდან” წამოსვლა იყო” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პარტია “გახარია საქართველოსთვის” გადაწყვეტილებას,...

“იფიქრე ქოცო – შენ რომ დაგიჭერენ, ვინ გეყოლება მომკითხავი?” – ელისო კილაძე

დემონსტრანტების ურთიერთ სოლიდარობასა და მხარდაჭერაზე ემოციურად საუბრობს, კონკრეტულ ფაქტებზე...

“საქართველოში წარმოდგენილი აგენტურის მიზანი არის ქვეყნის დაზიანება” – ეკა სეფიაშვილი

პარტია "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა სეფიაშვილი ოპონენტებს ქვეყნის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“დიახ, პატრულის მანქანაზეა და დიახ, რეჟიმს სწორედ ასეთი გამბედავი ადამიანები ამარცხებენ” – შორენა ლობჟანიძე

სამოქალაქო აქტივისტის, თამარ ლორთქიფანიძის მიერ პროტესტის გამოხატვის მიზნით პატრულის...

“4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების დუმილი მაკვირვებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე 4 ოქტომბრის აქციის...

“მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის, იმდენ ადამიანს ჩამოხსნა ნიღაბი🙌🙌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს...