spot_img
მთავარისხვადასხვაკახა კალაძე: მე არჩეული მერი ვარ, რაც თბილისისა...

კახა კალაძე: მე არჩეული მერი ვარ, რაც თბილისისა და თბილისელების წინაშე დიდი პასუხისმგებლობაა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიმდინარე სამთავრობო ცვლილებებზე და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებაზე ისაუბრა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა გუნდში მსჯელობა, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, პრემიერ-მინისტრად მისი კანდიდატურის დაყენების შესახებ, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი არ ჰქონია.

მისივე თქმით, ის არის არჩეული მერი და ყოველდღიური საქმიანობით, ცდილობს, რომ თბილისელების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა შეასრულოს:

არ მქონია ამაზე საუბარი. იცით, რომ მე არჩეული მერი ვარ, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა თბილისისა და თბილისელების წინაშე. ჩემი ყოველდღიური საქმიანობით ვცდილობ, რომ მათ იმედები არ გავუცრუო და ყველაფერი გავაკეთო, რაც საჭიროა ჩემი ქალაქისთვის.

უამრავი პრობლემაა. ყოველდღიურად, თქვენც ჩემთან ერთად დადიხართ, სხვადასხვა პროექტს ეცნობით. ჩვენ ვსაუბრობთ იმ აუცილებლობებზე, პრობლემებზე, რომელიც 30 წელია არსებობს დედაქალაქში.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამ შემართებით შესაძლებელია ყველაფრის გადალახვა და მოწესრიგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...