შაბათი, აპრილი 19, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის ხელისუფლების მხარდაჭერა კეთილი ნება...

“უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის ხელისუფლების მხარდაჭერა კეთილი ნება კიარა ვალდებულებაა” – თეონა ჭალიძე

სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღეს ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე, ინფორმირებისთვის კონკრეტულ სტატისტიკური მონაცემებს აქვეყნებს და როგორც ხელისუფლებას ისე ოპოზიციას მოუწოდებს თითოეულ ადამიანზე ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით უფრო მეტი ზრუნვისკენ:

20 თებერვალი სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღეა! გილოცავთ და გისურვებთ სოციალურ სამართლიანობას და კეთილდღეობას!

დღეს, ჩვენს ქვეყანაში, 532242 ადამიანი (148653 ოჯახი) არის ოფიციალურად სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე, რომელიც საარსებო შემწეობის სახით იღებს დახმარებას. მათ შორისაა 189231 ბავშვი. ასაკით პენსიონერია 781934, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი 67026, შრომისუუნარო პირი 480024. საერთო ჯამში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 1020375 პირი. ესაა მოკლე ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია, თუმცა ამ სტატისტიკის მიღმაც არიან დარჩენილი მოქალაქეები.

მრავალფეროვანია სოციალური პრობლემების ლანდშაფტი და არსებული სოციალური პრობლემატიკა არავისთვის უცხო აღარაა. სახელმწიფოს ვალია იზრუნოს იმ ადამიანებზე რომლებსაც ავადმყოფობის, უმწეობის, შრომისუუნარობის და მოხუცებულობის დროს ეს სჭირდებათ.

უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის ხელისუფლების მხარდაჭერა კეთილი ნება კიარა ვალდებულებაა. ნამდვილად არის შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაშიც, რომ ადამიანები არ შიმშილობდნენ და საარსებოდ აუცილებელი პირობები ჰქონდეთ. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სამუშაო ქვეყნის შიგნით. მუშაობის მსურველთა რაოდენობა რომ დიდია და უმუშევრობის დონე მაღალია, ამაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველთა რიცხვი მხოლოდ ოთხ დღეში 77 ათასს აჭარბებს.

მჯერა, ღირსეული სამუშაო პირობები და ანაზღაურება რომ იყოს ქვეყანაში, ,,გაქცევაზე“ ორიენტირებულები არ ვიქნებოდით. უმწეო მდგომარეობაში მყოფ ადამიანს სამედიცინო მომსახურებაზე სადარდებელი არ უნდა ჰქონდეს და უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ აუცილებელი მედიკამენტითა და სხვა საჭიროებებით. ის სიკეთეები, რაც გვაქვს უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და თანაბრად და სამართლიანად განაწილებული, მათ შორის როგორც სოფლად მცხოვრები, ისე ქალაქში მცხოვრები მოსახლეობისათვის.

საქართველო სოციალური სოლიდარობის ქვეყანა უნდა გახდეს. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ ყველამ, ყველა დონეზე და ეტაპზე. სასიკეთო ცვლილებებში წვლილის შეტანა ყველა ჩვენგანს შეგვიძლია და ყველას როლი ძალიან მნიშვნელოვანია. გულწრფელად მინდა აღმოიფხვრას სიღარიბე, შიმშილი და სოციალური უთანასწორობა. სოლიდარობა და სოციალური სამართლიანობა კი ჩვენი ვალდებულებაა.

პოზიციაც და ოპოზიციაც მუდმივად ორიენტირებული უნდა იყოს ამ გამოწვევების გამკლავებაზე და თითოეულ ადამიანზე ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით ზრუნვაზე. დროა დასრულდეს გაუთავებელი დაპირისპირება, კინკლაობა, საზოგადოების პოლარიზება, რასაც რიგი პოლიტიკოსები უწყობენ ხელს. უნდა დამთავრდეს სიძულვილის ენით საუბარი და ერთიანი ძალით ვიმუშაოთ ყველა პოზიციიდან ქვეყნის და ხალხის სასიკეთო ცვლილებებისთვის, მეტი კეთილდღეობისთვის“, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამართლიანი გასამართლება მოდის და ამას გრძნობს “ნაციონალური მოძრაობის” ყველა ჯალათი!” – თამთა მეგრელიშვილი

საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით კონკრეტული შეფასებები და მოლოდინები აქვს...

“ოცნების” გლდანის დღევანდელი გამგებელი და მისი ბიოგრაფია გლდანში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამახსენა – ნიკა მელია

თბილისში, გლდანის რაიონში დატრიალებულ ტრაგედიას, რა დროსაც ავარიული კორპუსის...

“შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ უკან დახევის შანსი. დანიშნეთ არჩევნები!...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...