ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“ვადამდელი არჩევნების გარდა სხვა სვლა “ქართულ ოცნებას” აღარ რჩება მათდა სამწუხაროდ და ქვეყნის საბედნიეროდ” – სერგო ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ტვ “პირველის” ეთერში, თოქ-შოუში “პირველი ხაზი”, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებებისას აცხადებს, რომ შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია მოლაპარაკება, შეთანხმება, ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემის ცვლილება:

ვადამდელი არჩევნების გარდა სხვა სვლა “ქართულ ოცნებას” აღარ რჩება მათდა სამწუხაროდ და ქვეყნის საბედნიეროდ, იმიტომ რომ უკვე სერიოზული წნეხია საზოგადოების მხრიდან, ოპოზიციური პარტიებიდან. გახარიას გადადგომამ კი პროცესები დააჩქარეს, რაც “ქართული ოცნებისთვის” იყო წყალგამყოფი.

“ქართული ოცნების” ამომრჩევლებმა, ვინც ხმა მისცა ამ პარტიას, 48% თუ არა თუნდაც ნაკლებმა, მაინც, ვის მისცეს ხმა რეალურად? ივანიშვილს და რეიტინგულ ფიგურას, გახარიას. ოფიციალურად კი, დღეს არც ერთია პოლიტიკაში და არც მეორე, შესაბამისად ეს ხალხიც დაბნეულია. ლოგიკური, ერთადერთი გამოსავალია მოლაპარაკება, შეთანხმება, ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი და სწრაფად უნდა გაკეთდეს, რომ დავიწყოთ საუბარი პანდემიაზე, ვაქცინაციაზე, ეკონომიკურ პრობლემებზე, ბიზნესზე, აბა “ქართული ოცნების” იმედზე ვერ ვიქნებით.

და ამ დროს მმართველი პარტია რას აკეთებს? კრიზისის განმუხტვაზე კი არ მიდის და ამ თემებზე კი არ ფიქრობს, “ბართლომეს ღამის” მოწყობას გეგმავდა, ოცამდე პარტიის ლიდერების წევრების განადგურებას, დაჭერას გეგმავდა. ამასთან დაკავშირებით გახარიაზე ერთ რამეს ვიტყვი – ყველა რაღაც აქებს და იმ მომენტში ლიდერის როლი შეასრულა, მაგრამ პასუხისმგებლიანი პრემიერი, როცა ხედავდა იმას, რაც ხდებოდა, გამოვიდოდა და პირდაპირ მოხსნიდა შინაგან საქმეთა მინისტრს. ხომ შეეძლო ეს ოფიციალურად? და მერე გადადგებოდა ან თუნდაც გადაეყენებინათ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული