კვირა, მარტი 16, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებისახალხო დამცველი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება

სახალხო დამცველი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ომბუდსმენის პოზიციას აქვეყნებს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. გავრცელებულ განცხადებაში ნინო ლომჯარიას კონკრეტული პოზიციაა დაფიქსირებული, სადაც იგი სამართალდამცავებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან და აქტივისტებს კარვის განთავსებაში ხელი არ შეუშალონ:

სახალხო დამცველი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება, სადაც აქტივისტებს პოლიციის თანამშრომლები კარვის განთავსების შესაძლებლობას არ აძლევენ. დაპირისპირება შეკრების ოცზე მეტი მონაწილის დაკავებით დასრულდა.

საქართველოს სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ გამოეხმაურა შეკრების მონაწილეებისთვის კარვის განთავსების შეზღუდვის ფაქტებს და განმარტა, რომ მსგავსი დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ხსენებული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. თავის მხრივ, ასეთი საშიშროება პარლამენტის შენობის წინ არსებულ ფართო ტროტუარზე არ იკვეთება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, შეკრების მონაწილეთა მხრიდან კარვის ფლობის შედეგად, კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკის არსებობა არ ვლინდება.

აქციის ფარგლებში კარვებისა და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობა ხაზგასმულია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპებში. უფლებით სარგებლობის ფარგლებში კარვის განთავსების შესაძლებლობას ეროვნული სასამართლოც აღიარებს.

იქიდან გამომდინარე, რომ შეკრების თავისუფლებაში მსგავსი სახის გაუმართლებელ ჩარევას გასულ წლებში სისტემური ხასიათი ჰქონდა, 2018 წელს, სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა. აღნიშნულის შემდგომ შსს-ს მხრიდან აღარ ხდებოდა კარვების დადგმაში ხელშეშლა, თუმცა სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ისევ დაიწყო მსგავსი უკანონო ზომის გამოყენება.

საყურადღებოა ისიც, რომ გავრცელებული კადრების შესაბამისად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია სამართალდამცავთა კორდონით, რაც საჯარო სივრცეში შეკრების სასურველ ადგილას გამართვის შესაძლებლობის გაუმართლებელ შეზღუდვას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება უფლების სრულფასოვნად რეალიზების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოსთვის დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებებს. ამასთან, სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიციას ეკისრება, შეკრების მიმდინარეობისას, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები და დიალოგი აწარმოოს აქციების მონაწილეებთან,” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით, თვითაღიარების რეჟიმში გადავიდა” – ზაალ ანჯაფარიძე

"რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით, თვითაღიარების რეჟიმში გადავიდა. უკვე...

“ჩვენს შვილებს თავისუფალი, ძლიერი და გაერთიანებული საქართველო უნდა დავუტოვოთ!” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“ისეთი საშინელებები აქვს ჩადენილი “ქართულ ოცნებას”, რომ კარგად იციან, თუ რა ემუქრებათ ხელისუფლების შეცვლის...

ცალკეული კომპანიების გაკოტრების მხრივ კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს ეკონომისტი, პოლიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მომავალში უფრო მეტი წარმატებები გვექნება ღვთის წყალობით, უფრო მეტი გამარჯვება და შევძლებთ, რომ ყოველთვის,...

ქართველი მოკრივე, გიორგი ჭიღლაძე გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს: ,,საკმაოდ...

საქართველოში 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დღეს, 2025 წლის თბილისის დროით 15:28 საათზე, თბილისიდან 63...

“ბოდიშს დიდი ძალა აქვს. მიშაზე ბევრს აქვს მოსახდელი ბოდიში. მე, ეს დიდი ხნის წინ...

პარლამენტის ყოფილი წევრი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე, ერთი ისტორიის...

“იდიოტია აბსოლუტურად ყველა, ვინც გაგიჩინათ მოლოდინი, რომ ეს არ მოხდება” – თამარ ჩერგოლეიშვილი რობინ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი...