პარასკევი, აპრილი 19, 2024

პარტნიორების მხრიდან დაძაბულობის შემცირებისკენ მოწოდებას რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა პოლიციასთან ქუჩაში ძალადობით და პროვოკაციებით უპასუხეს – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა, დაძაბულობის შემცირებისა და ვითარების დეესკალაციისკენ პარტნიორების მოწოდებებზე გაამახვილა ყურადღება და აცხადებს, რომ ამ მოწოდებას რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა პოლიციასთან ქუჩაში ძალადობით და პროვოკაციებით უპასუხეს:

პარტნიორების მოწოდებას, რომ მოხდეს დაძაბულობის შემცირება და ვითარების დეესკალაცია, რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა პოლიციასთან ქუჩაში ძალადობით და პროვოკაციებით უპასუხეს. კანონის და სამართლებრივი წესრიგის ხელყოფა მიმართულია ვითარების დარეგულირების წინააღმდეგ და არა დეესკალაციისკენ, რაც ადასტურებს იმ არგუმენტებს, რაზეც ხელისუფლება მიუთითებდა. პოლიტიკური პროცესის დაბალანსება და დამშვიდება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა მხარე პატივს სცემს კანონს, ინსტიტუტებს და სამართლიანობის პრინციპებს.

აქვე უნდა ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის ამ პრინციპების დაცვით მონაწილეობდა პოლიტიკურ დიალოგში და მოლაპარაკებებში. ჩვენ გადავდგით ძალიან კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯები არა მხოლოდ ახლანდელი პოლიტიკური დიალოგის, არამედ 8 მარტის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებშიც და ის ფუნდამენტური რეფორმები, რაზეც ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და დავდეთ პირობა, „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლიანად შეასრულა.

საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენი პარტნიორები ყველა პარტიას მოუწოდებენ შევამციროთ დაძაბულობა და მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია, საკითხები გადაწყდეს მოლაპარაკებით და პოლიტიკური დიალოგით.

დღეს, პარტნიორების ამ მოწოდებას რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა პოლიციასთან ქუჩაში ძალადობით და პროვოკაციებით უპასუხეს. „ქართული ოცნება“ კი არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველა მოლაპარაკებებში აჩვენა, რომ ის ასრულებს აღებულ პირობებს, ის ასრულებს ვალდებულებებს პასუხისმგებლიანად.

ჩვენ მარტის შეთანხმებით საზოგადოებისთვის და ოპოზიციისთვის მიცემული ყველა პირობა შევასრულეთ რეფორმებთან დაკავშირებით და არჩევნებიც ახალი სისტემით ჩავატარეთ – ოპოზიციამ კი პირობა დაარღვია და საკუთარ მოთხოვნასაც არ დაუჭირა მხარი, სხვაზე რომ არ ვთქვათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული