შაბათი, აპრილი 20, 2024

21 თებერვლიდან კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება – თბილისის მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს გლდანის რაიონში კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან და შესაბამისად ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა/ცვლილებებთან და ახალი მარშრუტების დადგენასთან დაკავშირებით:

21 თებერვლიდან გლდანის რაიონში, კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

სამუშაოების მსვლელობისას, კერძო ავტომობილები ხიზანიშვილის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილისკენ გადაადგილებას ხიზანიშვილის, ომის გმირების ქუჩებისა და თიანეთის გზატკეცილის საშუალებით შეძლებენ. თიანეთის გზატკეცილიდან ვეკუას ქუჩისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება თიანეთის გზატკეცილის, ომის გმირების, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების გავლით.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება შიდაკვარტალური გზებით.

სამუშაოების ფარგლებში, N51 ავტობუსის მარშრუტში ცვლილებები განხორციელდება. კერძოდ, გლდანულადან მომავალი ავტობუსი, ქერჩის ქუჩის დახმარებით გადაადგილდება, ხოლო უკუმიმართულებით, ავტობუსი ვასაძის ქუჩის გავლით, მოსულიშვილის ქუჩაზე გადაადგილდება და შემდგომ სვლას გლდანულას მიმართულებით განაგრძობს.

კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას გლდანის რაიონის გამგეობა განახორციელებს. აღნიშნულ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად მოწესრიგდება და ასფალტის საფარი დაიგება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული