ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვარას პროცედურებს ითვალისწინებს კონსტიტუცია პრემიერის გადადგომის შემთხვევაში და...

რას პროცედურებს ითვალისწინებს კონსტიტუცია პრემიერის გადადგომის შემთხვევაში და რამდენიმე დეტალის დაზუსტება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით – ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცედურებს ითვალისწინებს კონსტიტუცია ამ შემთხვევაში და ასევე აზუსტებს ცლკეულ დეტალებს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით:

პრემიერი გადადგა. ამის შემდეგ რას პროცედურებს ითვალისწინებს კონსტიტუცია:
1. პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე (მოვალეობას ასრულებს ვიცე-პრემიერი). დანარჩენი მთავრობა განაგრძობს მუშაობას ახალი მთავრობის ფორმირებამდე;
2. პარლამენტს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირიანი ვადა აქვს მმართველი პარტიის მიერ დასახელებული კაბინეტის დასამტკიცებლად. ნდობისთვის საჭიროა 76 ხმა;
3. თუ ამ ვადაში ნდობისთვის საჭირო ხმების მობილიზება ვერ მოხერდა პარლამენტს კონსტიტუცია დამატებით 2 კვირიან ვადას აძლევს კაბინეტის შემადგენლობაზე მოლაპარაკებებისთვის.
3. თუ პარლამენტმა ამ 4 კვირაში მთავრობა ვერ დაამტკიცა, პრეზიდენტი ვალდებულია 1 კვირის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

რახან რიგგარეშე არჩევნებზე დაწყო საუბარი, რამდენიმე დეტალს დავაზუსტებ, რაც ბევრ თქვენგანს აინტერესებს:
1. კონსტიტუციის არსებული რედაქციით რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება 120/30 (ჩაკეტით) სისტემით 1%-იანი ბარიერით;
2. რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება მინიმუმ 24 აპრილს მაქსიმუმ 25 მაისს (სიჩქარეში შეიძლება 1-2 დღე უზუსტობა მქონდეს);
3. სანამ რიგგარეშე არჩევნების შედეგად გამარჯვებული პოლიტიკური ერთობა ახალ მთავრობას დაამტკიცებს, მანამდე მოვალებას არსებული კაბინეტი შეასრულებს.
დათქმა: რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პარლამენტმა ახალი პრემიერი ვერ დაამტკიცა,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახუშტი მენაბდე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, სამართლიან წესრიგს დაამყარებს” –...

პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...