სამშაბათი, ივნისი 17, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან" - გიორგი...

“მე მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე საკმაოდ მოულოდნელი განცხადება გააკეთა გადადგომის თაობაზე. გიორგი გახარია იმედოვნებს, რომ მისი ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას:

,,გუშინ საქართველოს სასამართლომ ბატონ მელიას აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც დიდად არასოდეს არ სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას და ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა ჩვენს მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ. ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი პარლამენტში შეჭრის.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლიტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან, საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი.

დღეს განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბაბულობა და პოლარიზაციაა, თვითონ ქვეყნის განვითარების და შემდგომ ქვეყნის უსაფრთხოების და მომავლის რისკებს ქმნის, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას, პოლიტიკურ კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს და რაც მთავარია, ჩვენ ყველანი ერთად ვებრძვით პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომვალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს. ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები, როდესაც არ იარსებებს არანაირი რისკი, არც ერთი მიუხედავად, პოლიტიკური მიზანშეწონილობასა ან პოლიტიკური ორიენტაციისა, თითოეული ჩვენი მოქალაქის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შექმნის ქვეყანაში ესკალაციის არანაირ საფუძველს.

იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან.

რა თქმა უნდა, მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას. რამე თუ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

პაატა მანჯგალაძე: “გიორგი ვაშაძის პროცესი, ეს არ არის სასამართლო, ეს არის ფარსი”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესებს ეხმაურება პარტიის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...