შაბათი, აპრილი 27, 2024

ნიკა მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების აღსრულებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე:

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის – ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

კონსტიტუციის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.

პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით“, – ნათქვამია განცხადებაში.

P.S. ამ განცხადებიდან მოკლე დროში გადადგომის თაობაზე განცხადება გააკეთა გიორგი გახარიამ, რასაც მოჰყვა შსს-ს შესაბამისი გადაწყვეტილება:

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული