ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

თავისუფლების იდეა ბიძინა ივანიშვილო, სერგეი გავრილოვო არ სამართლდება – ნიკა მელია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ის ვერდიქტი, რომელიც გამოიტანა გავრილოვის სასამართლო-პარლამენტმა არის არა კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი ქვეყნის განაჩენი. ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანა დგას დიდი დილემის წინაშე და საჭიროა სწორი არჩევანი:

,,ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. უკანასკნელი დღეეების განმავლობაში, ყველა ჩემი კოლეგის სახელით, ძალიან დიდი სოლიდარობა ვიგრძენი, რომელიც არასდროს, უკანასკნელი 41 წლის განმავლობაში არ მიგრძვნია.

ახლა კი მთავარი – გუშინ ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს კი ერთად ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო, თუმცა, ყველაზე მთავარი, არც მეტი და არც ნაკლები, ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზე არის დამოკიდებული.

ის ვერდიქტი, რომელიც გამოიტანა გუშინ გავრილოვის სასამართლო/პარლამენტმა, ბევრი შემედავებით, რომ გუშინდელი სხდომა არ იყო საპარლამენტო სხდომა, გუშინდელი სხდომაც იყო სასამართლო სხდომა და დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოტანილი ვერდიქტი არ ასამართლებს ერთ ცალკეულ ადამიანს, ან ორ ან სამ ან ათ ადამიანს, ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს, ვინც 2019 წლის 20 ივნისს გამოვიდა რუსთაველის გამზირზე – ხმა აიმაღლა, არ შეუშინდა, სამართლიანად აღშფოთდა, თვალებში ჩახედეს უსამართლობას, რომელსაც ბატონი გავრილოვის სახით სთავაზობდა ქართული ხელისუფლება და რეზინის ტყვიებს, დათვებზე სანადირო ტყვიებს თვალები არ დაუხუჭეს და თვალების დაკარგვის ხარჯზე სიამაყე, ღირსება და თავისუფლება შევინარჩუნეთ.

ასამართლებენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც არის მომხრე უკეთესი ხვალინდელი დღისა, განვითარებული საქართველოს.

რა დილემის წინაშე ვდგავართ? ან თავისუფალი საქართველო, ან დამონებული საქართველო. ან ღირსეული საქართველო, ან ღირსებააყრილი საქართველო; ან თავისუფალი ქვეყნის, თავისუფალი მოქალაქეების, თავისუფალი მომავალი ან ოკუპანტის ბორკილები.

მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება, რეჟიმი დგას მხოლოდ და მხოლოდ ძალმომრეობაზე და ჩვენ ვდგავართ სიმართლეზე, ჩვენს მხარეს არის ის სიმართლე, რომლის გამოც ისტორიულად თაობებს ყველაზე ძვირფასი, რაც კი მათ გააჩნდათ, სიცოცხლეც კი დაუთმიათ.

თავისუფლების იდეა, ბიძინა ივანიშვილო, თავისუფლების იდეა – ბატონო სერგეი გავრილოვო, არ სამართლდება. არ გასამართლებულა არასოდეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში და ბუნებრივია არც ახლა გასამართლდება. ეს ძალმომრეობა და ძალადობა დამთავრებულია. თქვენ გაწყვიტეთ ის ჯაჭვი, რომელიც გეგონათ იყო ძალიან მყარი.

მე საქართველოს მოქალაქეებს ვულოცავ გამარჯვებას, ჩვენ დღეს გამარჯვებულები ვართ არა მხოლოდ პოლიტიკურად, არა მხოლოდ ზნეობრივად – სულიერადაც გამარჯვებული ვართ იცით, იმიტომ რომ ამ ყველაფრისთვის უამრავ ჩვენს წინაპარს უცხოვრია, რომ წილად პატივი ჰქონოდათ ებრძოლათ და მოეპოვებინათ ამ ბრძოლის შედეგად თავისუფლება.

აქ ვართ ბრძოლი წინ ხაზზე ფინიშის სწორზე, სადაც გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზე არის“, – განაცხადა ნიკა მელიამ

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას, აღკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა განუსაზღვრა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული