შაბათი, აპრილი 27, 2024

როდესაც ეპიდსიტუაცია იქნება მყარად სტაბილური “კომენდანტის საათის” მოხსნის რეკომენდაცია მაშინ გაიცემა – ამირან გამყრელიძე

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ე.წ. “კომენდატის საათის” გაუქმებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ და ჩამოთვალა ის წინაპირობები, რაც შესაბამისი გადაწყვეტილებისათვისაა აუცილებელი:

როდესაც ეპიდსიტუაცია იქნება მყარად სტაბილური “კომენდანტის საათის” მოხსნის რეკომენდაცია მაშინ გაიცემა.

როდესაც მთლიანად მთელ ქვეყანაში ეს მაჩვენებლები – შვიდდღიანი ინციდენტობა, 14 დღიანი ინციდენტობა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი, საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი, რეანიმაციებში ავადმყოფთა რაოდენობის მაჩვენებელი, სასუნთქ აპარატზე ავადმყოფთა რაოდენობა იქნება ისეთი, რომელიც მოგვცემს საშუალებას კიდევ შემდგომი ნაბიჯი გადავდგათ.

ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნა არ არის რეკომენდირებული, ეს უნდა მოხდეს თანდათანობით, დღეს ძალიან დიდი შეზღუდვა მოიხსნა, დიდი ქალაქების სკოლებში სწავლა დაიწყო და ეს არის მობილობის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიმული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ათი დღე, ორი კვირა უნდა დავუკვირდეთ მდგომარეობას და შემდეგ უკვე შემდეგ შემსუბუქებებზე ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული