ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

ერთი საათითაც რომ დასჭირდეს ადამიანს ოკუპირებული ტერიტორიიდან წამალზე ან პროდუქტზე გადმოსვლა, 5 დღე კარანტინში უწევს ყოფნა – ელენე ხოშტარია

ენგურის ხიდის გახსნასთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთათვის განსაზღვრულ რეგულაციებს ეხმიანება ოპოზიციონერი ლიდერი ელენე ხოშტარია, განსაზღვრულ 5-დღიან კარანტინს აპროტესტებს და ამასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სახელზე განცხადება შეიტანა:

ეს არის უმწვავესი პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინც გადმოდიან საოკუპაციო ხაზზე, ენგურზე, რადგან რეგულაციების მიხედვით, მათ უხდებათ 5 დღე კარანტინში წასვლა.

ეს არის, პრაქტიკულად, საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოქალაქეების რეგულაცია, რაც პოლიტიკურად არასწორია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, არის ის, რომ ერთი საათითაც რომ დასჭირდეს წამალზე გადმოსვლა ან პროდუქტზე, 5 დღე კარანტინში უწევს ადამიანს ყოფნა, რაც იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ, აღარ გადმოდიან იქიდან,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული