2007 წელს იმან – “სულს ამოგხდიო”, 2019 წელს ამან – “დაგამთავრებო” – დავით უსუფაშვილი

4

“შენების მოძრაობის” ლიდერი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს ეროვნული თანხმობის აუცილებლობაზე. საზოგადოებრივ არხზე გადაცემა “ტრიბუნა”-ში მონაწილეობისას განაცხადა, რომ მისი მოძრაობის მთავარი ამოცანა პოლიტიკური სისტემის ხვალინდელ დღეში არსებული სამოქალაქო “ცივი ომის” დასრულებაა:

ჩვენ, “შენების მოძრაობა”, ვამბობთ რომ, პოლიტიკურ სისტემაში, სისტემის ხვალინდელ დღეში ჩვენი მთავარი ამოცანა არის, აი ამ სამოქალაქო “ცივი ომის” დასრულება.  2007 წელს იმან – “სულს ამოგხდიო”, 2019 წელს ამან – “დაგამთავრებო”, იმან – “ან შენ, ან მეო” და ა.შ.

ეს უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ, ამითი, ჩვენ ქვეყანას ვვნებთ, საბოლოო ჯამში. ინდივიდუალურად გვგონია, რომ მაგარ საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ ჯამში ვასუსტებთ და ამ დასუსტებულ ქვეყანას ჩვენი მტერი ნელ-ნელა ეპატრონება – არა მარტო ბორდერიზაციით, არამედ სხვა ძალიან ბევრი “ზაციით”, პროპაგანდისტულად და ა.შ.“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები