პარასკევი, მაისი 16, 2025
21.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიგავრილოვის გირაოს გირაო არ გადავიხადე და ვერც მურუსიძის...

გავრილოვის გირაოს გირაო არ გადავიხადე და ვერც მურუსიძის სასამართლოთი დამიჭერთ, ვერც პარლამენტით – ნიკა მელია

პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, ნიკა მელიასთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, რომელიც სპეციალურ ბრიფინგზე პარლამენტის ფრაქცის “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააცნო საზოგადოებას, ეხმიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია. ოპოზიციონერი ლიდერი კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის პოზიციას, რომლის თანახმადაც იგი არ აპირებს გირაოს გადახდას:

გითხარით – არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. როგორც ხედავთ, არ გადავიხადე. არადა, მთელი კვირა დაზუთხულს იმეორებდით რომ გადავიხდიდი.

რაც ვთქვი, შევასრულე – გავრილოვის გირაოს გირაო არ გადავიხადე და ისევ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით.

ვერ დამიჭერთ რადგან გირაოს გირაოს გადაუხდელობის გამო დაჭერა არც კანონიერია და მითუმეტეს არც სამართლიანი.

ჩემი ფეხით ციხეში მისვლას ვერ ეღირსებით და ახლა, თუ აფგან მუხთარლივით დამიჭერთ, ტომარას ჩამომაცმევთ და გამიტაცებთ, ეგ სხვა საქმეა, საქმე რომელიც ხელისუფლებას დაგაკარგვინებთ.

ვერ დამიჭერთ, რადგან საქმე ჩემს დაჭერას კი არ ეხება, ეხება იმ თავისუფლების იდეის დაჭერას, რომელმაც სპონტანურად იფეთქა 20 ივნისის ღამეს და ათასობით აღშფოთებული ადამიანი გაგვაერთიანა.

კიდევ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ და ვერც ამ დაჭერობანას თამაშით გამტეხავთ“, – წერს ნიკა მელია ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს დღე დარჩება საქართველოს საბედისწერო ნათელ წერტილად, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ამ დიადი ამბის მთავარ...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ვიდეოს...

“სიღატაკე და შეზღუდული აზროვნება რეჟიმის მთავარი მოკავშირეა” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, კონკრეტული ფაქტის გახსენებით,...

“სააკაშვილის ბანერი უშლის ხელს ქოცებს ქოცების მოშორებაში. რა არის აქ გაუგებარი?!” – ზაზა ბიბილაშვილის...

„ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“მოვა დრო, ქოცებზე და წულუკიანზე პასტას არ გააგდებს ხელიდან🙈” – ელისო კილაძე სოზარ სუბარზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, საგამოძიებო კომისიის წევრ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...