სამშაბათი, აპრილი 23, 2024

წასვლა-არწასვლა: “ევროპული საქართველო” პოლიტიკურ გზაგასაყარზე

“ევროპულ საქართველოში” მიმდინარე პროცესები გასცდა პარტიის ფარგლებს და აქტიური მსჯელობის საგანიც გახდა. როგორც ცნობილია, პარტიის გადაწყვეტილებით, ყრილობა გაიმართება მაისში, სადაც ბევრი რამ გადაწყდება, თუმცა მანამდე ცნობილი ხდება, რომ პოსტებს ტოვებენ პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და გენერალური მდივანი გიგი უგულავა, ხოლო პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, ამ ეტაპზე, გადაწყვეტილება მიიღო არ დატოვოს დაკავებული თანამდებობა:

– “საზოგადოების დაკვეთაა, რომ ზოგადად ოპოზიციასა და პარტიაშიც მიმდინარეობდეს სრული განახლება, ამიტომ ახალი სახეებისთვის გზის დასათმობად მივიღე გადაწყვეტილება, რომ შემდგომ ყრილობაზე აღარ დავაყენებ პარტიის თავმჯდომარეობაზე საკუთარ კანდიდატურას“, – დავით ბაქრაძე.

– “არ არსებობენ უპირობო ლიდერები, მე ამ პოზიციის ერთგული ვრჩები, ამიტომ არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგის გამო ვიღებ პასუხისმგებლობას და მომავალ ყრილობაზე აღარ წამოვაყენებ საკუთარ კანდიდატურას პარტიის გენერალური მდივნის პოზიციაზე“, – გიგი უგულავა.

– “ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პარტიის შიგნით, როგორც პერსონალურ, ასევე განახლების საკითხებზე და მაისში, პარტიის ყრილობაზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას

ჩემი პოზიცია არის შემდგომი, რომ დასუსტებული პარტიიდან ლიდერების წასვლამ, როცა ალტერნატიული გეგმა არ არსებობს, შესაძლოა სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს, სწორედ აქ განსხვავდება ჩემი პოზიცია გიგის და დათოს პოზიციისგან“, – გიგა ბოკერია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული