კვირა, ივლისი 6, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებისპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია არის მაგალითი იმისა, თუ...

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი – კახა კალაძე

თბილისის მერმა, დედაქალაქის მთავრობის გამართულ სხდომაზე, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის არასწორ ურბანულ განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განაშენიანდეს ქალაქი. ამასთან დაკავშირებით კახა კალაძემ დააანონსა კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყვარჩელის ქუჩაზე:

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია მგონი ყველამ კარგად ვიცით. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი. ეს არის მაგალითი, როგორ არ უნდა მოხდეს განაშენიანება. ჩვენ ვხედავთ ურბანულ გენოციდს.

მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ არავის მოგვწონს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ როგორც ნებართვის გამცემი, ისე ნებართვის მიმღები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ და მაღალ კორპუსს ჩადგამდა ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე.

არანაირად არ არის განსაზღვრული ურბანულად, თუ როგორ უნდა იყოს დაგეგმარებული გზები, რეკრეაციულ სივრცეებზე საერთოდ ზედმეტია საუბარი. ელემენტარულად რომ შეხვიდე, შეიძლება ვეღარც გამოხვიდე, თუ იქ არ ცხოვრობ და კონკრეტული ქუჩები არ იცი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...