კვირა, ივლისი 6, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"მუნიციპალურმა ტრანსპორტმა დაიწყო მუშაობა, პარალელურად, ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების...

“მუნიციპალურმა ტრანსპორტმა დაიწყო მუშაობა, პარალელურად, ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი” – კახა კალაძე

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დედაქალაქის განსაზღვრულ არეალებში დღეიდან ისევ ამოქმედდა და ავტომფლობელებს საათობრივი საფასურის გადახდა უწინდებურად მოუწევთ – ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის პარალელურად, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება იმ ადგილებში, სადაც აღნიშნული პარკირების სისტემა პანდემიამდეც ფუნქციონირებდა.

თქვენ იცით, რომ ჩვენ დროებით შეჩერებული გვქონდა გადასახადი და ადამიანებს არ უწევდათ საათობრივი საფასურის გადახდა, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული გვქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა დაიწყო მუშაობა, პარალელურად, ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი.

თქვენ იცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემას ჯერ სრულად არ მოუცავს დედაქალაქი, თუმცა გვაქვს კონკრეტული სივრცეები, ადგილები, მაგალითად, ორბელიანის მოედანი, ბარათაშვილის ქუჩა, კოტე აფხაზის ქუჩა, აბანოთუბანი, პეკინის გამზირი, მისი გადამკვეთი ქუჩების გარკვეული ნაწილით, ასევე, ვაკის რაიონი, სადაც მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...