spot_img
მთავარიკანონი და სამართალიარჩილ თალაკვაძე: კანონმდებლობაში ნიკა მელია არ არის ცალკე...

არჩილ თალაკვაძე: კანონმდებლობაში ნიკა მელია არ არის ცალკე ჩაწერილი და მართლმსაჯულება მას ზუსტად ისე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეს მოექცეოდა

ნიკა მელია ამით რას აცხადებს? რომ ის არის მოქალაქეებზე უფრო მაღალი მოქალაქე და კანონი არ ეხება? კანონმდებლობაში ნიკა მელია არ არის ცალკე ჩაწერილი და მართლმსაჯულება მას ზუსტად ისე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეს მოექცეოდა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვინმეს პატიმრობა თუ გათავისუფლება პოლიტიკურ განზომილებაში მისაღები გადაწყვეტილება არ არის და ეს მართლმსაჯულების საქმეა.

რაც შეეხება კონკრეტულად ნიკა მელიას შემთხვევას, გვახსოვს მსგავსი განცხადებები ადრეც, მისი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან, როგორსაც ახლა აკეთებს ნიკა მელია, – რომლებიც ამბობდნენ, რომ პრეზიდენტს არ აღიარებენ და არ ცნობენ. მერე მათი წერილებიც გვახსოვს, პრეზიდენტს რომ მიმართეს შეწყალების მოთხოვნით.

საქართველოს პარლამენტმა მელიაზე ერთხელ უკვე მიიღო გადაწყვეტილება – ნიკა მელიას გაუუქმა მანდატი და როდესაც ასეთი დასაბუთებული მომართვა არსებობს, პარლამენტი, მაღალი ალბათობით, მიიღებს იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილებას. შესაბამისად, თუ ნიკა მელიას აქვს იმის იმედი, რომ ამჯერად გამოვა ქუჩაში, გააკეთებს განცხადებებს, რომ სახელმწიფო არ არსებობს, კანონს პატივს არ სცემს, ვერავინ ვერ გაასამართლებს და კანონზე მაღლა დგას, გირაოს არ გადაიხდის, და ამ დროს, გვერდით, მისი თანამოქალაქეები, რომლებიც როცა არღვევენ კანონს, იხდიან გირაოსაც და მსჯავრსაც იხდიან – გარწმუნებთ, კანონმდებლობაში ნიკა მელია არ არის ცალკე ჩაწერილი და მართლმსაჯულება მას ზუსტად ისე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეს მოექცეოდა” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

უნგრული ჟურნალი “Világjáró” ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს

პრესტიჟული უნგრული, სამოგზაურო ჟურნალი „Világjáró“ ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას...

“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი” – ეკა კუპატაძე

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...