სამშაბათი, ივლისი 8, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიანრი ოხანაშვილი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მზად არის არასამთავრობო...

ანრი ოხანაშვილი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მზად არის არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს

ჩვენი მზად ვართ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელოთ და ის კონკრეტული საკითხები, რომლებზეც დღეს ვიმსჯელეთ უკვე მარტის თვეში კონკრეტული გეგმის სახით ერთმანეთთან შევაჯეროთ“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოთქვეს კონკრეტული შემოთავაზებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში და მართლმსაჯულების სფეროში კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, ასევე საკუთარი იდეები და აზრები საპარლამენტო ზედამხედველობისა და კონტროლის გაძლიერების მიმართულებით.

შეხვედრის მიზანი იყო ერთმანეთისთვის გაგვეცვალა პოზიციები, ერთი მხრივ, რა პრიორიტეტები და გეგმები აქვს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და მეორე მხრივ, რა საკითხებია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აქტუალური, რომელთან დაკავშირებითაც მათ მიაჩნიათ, რომ კომიტეტი უნდა იყოს ამ პროცესებში ჩართული. დღეს იყო პირველი შეხვედრა. მარტში კიდევ შევიკრიბებით და უკვე კონკრეტული მიმართულებებით განვსაზღვრავთ რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია რა მიმართულებით ითანამშრომლებს კომიტეტთან. აქედან გამომდინარე, მაქვს პოზიტიური თანამშრომლობის მოლოდინი“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“ივანიშვილის და მისი ბანდის რიგებში პოლიტიკური ისტერია აღწევს კულმინაციას” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ივანიშვილის ბანდის მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები,...

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...