კვირა, ივნისი 29, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაკომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" სპეციალური განცხადება

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” სპეციალური განცხადება

მთავრობის მიერ შეზღუდვების გამარტივების მხრივ მიღებული დადგენილების შესაბამისად 8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, მათ შორის, სამარშრუტო ტაქსების ფუნქციონირების განახლებასთან დაკავშირებით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მგზავრობისას მოსახლეობას რეგულაციის წესების მკაცრი და უპირობო დაცვისკენ მოუწოდებს:

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ გაცნობებთ, რომ ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, სრულად აღდგება კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა მომსახურეობა, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

კერძოდ:

აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე

აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა მიკროავტობუსებში. სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება.

ამასთან ერთად მოგახსენებთ რომ COVID19 -ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზენით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველ დღე ჩაუტარებს დეზინფექციას.

კომპანია თბილისის მიკროავტობუსი უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე და დაიცვას ზემოთ ჩამოთვლილი უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელი წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს მგზავრს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება.

 თბილისის მიკროავტობუსი გაცნობებთ რომ მსოფლიოში კოვიდ 19 -ით გამოწვეული პანდემიის დაწყებისთანავე კომპანიამ მიიღო ყველა ის საჭირო ზომა რომელიც ემსახურება ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას.

თბილისის მიკროავტობუსი კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა მგზავრს დაიცვას მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს,” – ნათქვამია კონმპანიის განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ გვინდა შეგვრჩეს ქვეყანა, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ!” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, რეგიონში მიმდინარე სერიოზული გეოპოლიტიკურ ცვლილებებებს, საქართველოსთან მიმართებაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...