დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 19:36-19:58 პერიოდში, სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 79-81 კმ-ში 3 მიწისძვრა მოხდა:
“თბილისის დროით 19:58 საათზე სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 79 კმ-ში, მოხდა 4.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა;
თბილისის დროით 19:44 საათზე სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 80 კმ-ში მოხდა 3.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა;
თბილისის დროით 19:36 საათზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 81 კმ-ში, სომხეთში მოხდა 5.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციებში.