ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
13.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვათუ ოპოზიციას ერთი არგუმენტი მაინც დარჩათ, იმ ცრუ...

თუ ოპოზიციას ერთი არგუმენტი მაინც დარჩათ, იმ ცრუ ნარატივის გასამყარებლად, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, წარმოადგინონ კომისიაში, თუ არადა ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას – მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მიმართავს, საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩაერთონ და წარმოადგინონ ყველა ის დოკუმენტი, რაც მათი აზრით ადასტურებს აჩევნების გაყალბებას:

მოგეხსენებათ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა დადგენილება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

რა თქმა უნდა, ძალაში რჩება პირობა, რომ თუ 1%-იან სიყალბეს და გადახრას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გამოძიების შედეგად ვინმე იპოვნის საარჩევნო შედეგებში, ჩვენ ვატარებთ რიგგარეშე არჩევნებს.

ხაზგასმით ვამბობ, ერთადერთი არგუმენტი, რაც ამის საპირისპიროდ ოპოზიციიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში ფრაგმენტულად გვესმის ხოლმე არის ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული და გაუგონარი ვერსია და რომლის მიხედვითაც, უკვე გვიანია. საუბრობენ იმაზე, რომ დოკუმენტები უკვე გასწორებულია და ა.შ. შეუძლებელია, ჩვენ ამაზე განმარტება არ მოვითხოვოთ მათგან.

ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, თეორიულადაც კი, რა უნდა მომხდარიყო, მათი ეს სპეკულაცია სიმართლეს რომ შეესაბამებოდეს. ოპოზიციის წარმომადგენელი 11 ათასზე მეტი კომისიის წევრის ხელმოწერა შეიძლება იყოს გაყალბებული თუ ეს 11 ათასზე მეტი ადამიანი მუქარით ან მოსყიდვით ვინმემ მიიყვანა და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინა?! ან, შეიძლება, სხვა ვერსია ჰქონდეთ ამ თავიანთი აბსურდული არგუმენტის გასამყარებლად, ბუნებრივია ამ არგუმენტებსაც მოვისმენთ და პასუხი გაეცემა მას.

ყველა ამ კითხვაზე ჩვენ ველოდებით მათგან პასუხს, თუმცა აქვე მოვუწოდებთ მათ, რომ ნუ მიყენებენ შეურაცხყოფას ქართულ საზოგადოებას მსგავსი ცრუ ნარატივებით და ნუ იქნებიან დაბალი წარმოდგენის ხალხზე, რომელიც ამ საზოგადოებას წარმოადგენს.

თუ ოპოზიციას ერთი არგუმენტი მაინც დარჩათ, იმ ცრუ ნარატივის გასამყარებლად, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, ეს არგუმენტები წარმოადგინონ კომისიაში, თუ არადა ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, რადგანაც ძალიან მწარედ მოატყუეს ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ ამომრჩეველს წარმოადგენენ.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ჩვენ გვაქვს ვადა. 2 კვირაში, როდესაც იქნება შემდეგი სხდომა უკვე დადგენილებით მიიღებს პარლამენტი, შემდეგ 3 დღის განმავლობაში ხდება კვოტების დადგენა და პერსონიფიცირება, თუ ვინ იქნება შემადგენლობაში. ნახევარი ან მასზე მეტი უნდა იყოს ოპოზიცია, შესაბამისად, ჩვენ გვექნება კონსულტაციები ამ 2 კვირის თუ დაახლოებით 20 დღის განმავლობაში, თუ დამატებით ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი ან პარტიები გადაწყვეტენ შემოსვლას, ძალიან კარგი და გვექნება კონსულტაციები. ასეც რომ არ იყოს, იმ ადამიანებთან გვექნება კონსულტაციები, ვინც დღეს ჩართულები არიან ოპოზიციიდან საპარლამენტო მუშაობაში. შესაბამისად, ჩვენ ჯერ პერსონებთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ, თუმცა გიდასტურებთ, რომ საგამოძიებო კომისიაში, რეგლამენტის თანახმად, ნახევარი ან მეტი უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფცია და თაღლითური სქემა საქართველოს რკინიგზაში!” – ლევან ხაბეიშვილი

საქართველოს რკინიგზაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მეშვეობით, სკანდალურ...

“ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, სამართლიან წესრიგს დაამყარებს” –...

პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...