ორშაბათი, ივნისი 30, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიბათუმში ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია

ბათუმში ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი დაასრულა. პროექტის ფარგლებში სრულად აღდგა 2 კმ-იან მონაკვეთზე სანაპირო ზოლი. მოეწყო დაახლოებით 1.8 კმ სიგრძის ნაპირსამაგრი ნაგებობა, აღდგა შტორმისგან დანგრეული ბულვარი, დაიგო ბულვარის ახალი საფარი, შეივსო პლაჟი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით.

ნაპირდამცავი ნაგებობა წარმოადგენს მასიურ კონსტრუქციას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის ხილული, განლაგებულია ზღვის დონეზე დაბლა და დაფარულია პლაჟის ინერტული მასალით. ნაგებობის ფერდის და საფუძველის ზედა ფენა დაფარულია დიდი ზომის 3-7 ტონამდე ფლეთილი ქვებით, რაც უზრუნველყოფს ნაპირის (ბულვარის) საიმედო დაცვას ტალღების ზემოქმედებისაგან.

ფონდმა დაასრულა ბათუმის ბულვარის აღდგენის, ნაპირსამაგრი სამუშაოების. ძველი ბულვარი ზღვის ზემოქმედებით მთლიანად იყო დაშლილი. ეხლა ჩვენ სადაც ვიმყოფებით, ფაქტობრივად აქ ზღვა უკვე შემოჭრილი იყო ახლა კი ბულვარი სრულად არის აღდგენილი. მოეწყო 1.8 კმ. ქვის დამცავი ბერმა. უნდა ითქვას, რომ საკმაოდ უნიკალური, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა არა მარტო ბათუმისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია, რომ მშენებელი კომპანია იყო უცხოური კომპანია და მშენებლობა საერთაშორისო კომპანიის ზედამხედველობით ხდებოდა. ყველა პროცედურა აზიის განვითარების ბანკის წესებით და რეგულაციებით განხორციელდა. პროექტის განხორციელების შემდეგ, ზღვის ზემოქმედება ვეღარ დააზიანებს იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც აქ არსებობს და, ამავე დროს, იძლევა საშუალებას დამატებითი განვითარებისთვის, დამატებითი ეკონომიკური აქტივობის შესაქმნელად,“- განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ.

ბათუმის ნაპირდაცვის საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადა იტალიურმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ,,ტექნიტალმა“ საპროექტო გადაწყვეტილებები განხილული იქნა ადგილობრივი ექსპერტების მიერ, რის შემდეგაც პროექტი შეთანხმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან. სამშენებლო სამუშაოები კი განახორციელა ტენდერით შერჩეულმა კომპანია ,,Struijk“-მა (ნიდერლანდები).

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გამომყევი აჭარაში” კამპანიაში ჩასართველად რეგისტრაცია მიმდინარეობს

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ ჩასართველად რეგისტრაცია...

უზბეკი ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უზბეკი ტუროპერატორები ეცნობიან. ისინი რეგიონს აჭარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...