სამშაბათი, ივნისი 17, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი გვერდის ავტორი...

ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი გვერდის ავტორი შსს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე არ არის – შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი

შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაციის მიზნით სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდის ავტორის ვინაობასთან მიმართებაში “მთავარ არხზე” გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით და ამტკიცებს, რომ აღნიშნული გვერდის უკან არ დგას შსს-ს თანამშრომელი:

გვსურს გამოვეხმაუროთ “მთავარ არხზე” გასულ სიუჟეტს, სადაც ითქვა, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი გვერდის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეა.

“მთავარი არხის” ჟურნალისტმა დღეს შინაგან საქმეთა სამინიტროში გამართულ ბრიფინგზე სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორს, ნინო გიორგობიანს ჰკითხა, იყო თუ არა მათ მიერ ოპოზიციური პარტიის მადისკრედიტირებელი გვერდების ავტორად დასახელებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ნინო გიორგობიანმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ გადაამოწმებდა აღნიშნულ ინფორმაციას და დაზუსტებულ პასუხს მიაწვდიდა.

მოგვიანებით, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელი დაუკავშირდა მთავარი არხის საინფორმაციო გამოშვების პროდუსერს და განუმარტა, რომ მათ მიერ დასახელებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის. ამის მიუხედავად, სიუჟეტში მაინც ამტკიცებდნენ, რომ მადისკრედიტირებელი გვერდის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანია. ასევე ითქვა, რომ – ციტატა მათივე სიუჟეტიდან „უწყების მაღალჩინოსნებისგან ვერაფერი გაიგეს“. სიუჟეტში არ გაჟღერებულა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ საინფორმაციო გამოშვების პროდუსერისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ მათ მიერ დასახელებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის ბანდა ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“რეპრესიების ფაზები, რომელიც დაამკვიდრებს საქართველოში ტოტალიტარულ მმართველობას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია საქართველოში ტოტალიტარული მმართველობის დამკვიდრების 6...

“შეიძლება დააკავონ ყველა პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ შეაჩერებენ” – სტრატეგია აღმაშენებელი

"სტრატეგია აღმაშენებელი" ეხმიანება პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისთვის პატიმრობის გადაწყვეტილებების მიღებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...