პარასკევი, აპრილი 26, 2024

“დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი გვაძლევს შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობას და რაც ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, ცოტა უფრო სწრაფად განვახორციელოთ” – გიორგი გახარია

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელის სასურველ დობეზე აქცენტით განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების შემსუბუქება უფრო სწრაფად მოხდეს. კერძოდ ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაიხსნება ბაზრობები და სკოლებში განახლდება სასწავლო პროცესი.

დავიწყოთ ეპიდემილოგიური სიტუაციით, ციფრები საკმაოდ იმედისმომცემია. ჩვენ მთავრობის წინა სხდომაზე ვთქვით, რომ შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქების საკითხი გახდებოდა მსჯელობის საგანი, იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნებული იქნებოდა პოზიტიური დინამიკა.

დღეს, მოგეხსენებათ რომ, ინფიცირების ყოველდღიური დადებითობის მაჩვენებელი უკვე ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება. თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო თამამად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანის, იმისთვის რომ აუცილებელი წესები დავიცვათ.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს – არაგონივრული, არაფრთხილი, სწრაფი შეზღუდვების მოხსნა/გაუქმება, არის პირდაპირი გზა ამ შეზღუდვების თავიდან დაწესების. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ის მიღწევები, რომლებიც დღეს გვაქვს ინფექციის მართვის თვალსაზრისით, შევინარჩუნოთ, იმისთვის რომ გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო თამამად შევუწყოთ ხელი ეკონომიკას და პირველ რიგში ტურიზმს, რომ უფრო ეფექტურად ამოქმედდეს.

დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი გვაძლევს შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობას და რაც ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, ცოტა უფრო სწრაფად განვახორციელოთ.

მსჯელობის შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც იმას ნიშნავს რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. მეტრო, ავტობუსი და სამარშუტო ტაქსები.

8 თებერვლიდან, ასევე, ამოქმედდება ბაზრობები.

შემდგომი ორშაბათიდან 15 თებერვლიდან, ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში, საქართველოს მასშტაბით. ეს გულისხმობს იმას, რომ თბილისში, რუსთავში და ქუთაისში ბავშვები სასწავლო კლასებში გააგრძელებენ სწავლას, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი,” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ასევე გადაწყდა, რომ 15 თებერვლიდან მუშაობას განაახლებს სარესტორნო ბიზნესიც.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული