შაბათი, აპრილი 19, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველაზე მეტად ხელისუფლებამ ისევ ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს დააჭირა...

“ყველაზე მეტად ხელისუფლებამ ისევ ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს დააჭირა წიხლი” – თეონა ჭალიძე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემების შეფასებისას “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე ყურადღებას ამახვილებს ცალკეული პროდუქტების გაძვირების ფონზე სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის მცირე, მაქსიმუმ 60-ლარიანი შემწეობის განსაზღვრასა და მათ მძიმე ყოფაზე:

„საქსტატის“ მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ზეთი 27%-ით, თევზეული 10%-ით, რძის ნაწარმი 9%-ით, პური 7.5%-ით გაძვირდა.

პარალელურად ბოლო ერთი წლის განმავლობაში 100 000 ადამიანით გაიზარდა იმ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა, რომელთა ერთადერთი შემოსავალი საარსებო შემწეობაა და ამ დროისთვის ოფიციალური სტატისტიკით ასეთი 524598 ადამიანია.

იმ ფონზე, როცა ეს შემწეობა მაქსიმუმ 60 ლარია და ამ მიმართულებით არანაირი ზრდა არ მომხდარა, ფასების ზრდა პირველადი საჭიროების პროდუქტზე კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას.

იმ თვითდასაქმებულების ყოფა ვინც სამსახური დაკარგა, პანდემიის გამო და სახელმწიფოსგანაც ვერანაირი დახმარება ვერ აიღო (მაგ: ძიძები, დამხმარეები და სხვა), გაჩერებული ტრანსპორტის გამო, განსაკუთრებით დამძიმდა.

ფასები გაიზარდა ბავშვთა კვების ხაზსა და მედიკამენტებზეც.

ყველაზე მეტად ხელისუფლებამ ისევ ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს დააჭირა წიხლი.
გულწრფელად მაინტერესებს 60 ლარი ერთი დღე მაინც თუ გეყოფათ საცხოვრებლად… მაშინ 30 დღე საარსებოდ რატომ დაუწესეთ ადამიანებს მხოლოდ 60 ლარი? რას შევიძენთ 60 ლარად?” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თეონა ჭალიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი წინადადებები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, დაპირებისამებრ, გამოაქვეყნა მისი წინადადებები "ერთიანი ნაციონალური...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...