სამშაბათი, აპრილი 23, 2024

“თურქეთი ჩვენი დიდი მეზობელია, იქიდანაც ველოდებით ვიზიტორებს ამ გამარტივებული წესებით” – ნათია თურნავა

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორებს საქართველოში გამარტივებული წესით, PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შემოსვლა შეუძლიათ თურქეთის რესპუბლიკაც დაემატა,” – ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

თურქეთი ჩვენი დიდი მეზობელია, იქიდანაც ველოდებით ვიზიტორებს ამ გამარტივებული წესებით – PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და მესამე დღეს საქართველოში იმავე ტესტის ჩაბარებით. ეს არის დამაიმედებელი ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ტურიზმის სექტორისთვის, რადგან ჩვენი მეზობელი ქვეყანა ყოველთვის იყო ტურისტების წყარო და ასევე თურქეთიდან ბევრი ბიზნეს-ვიზიტორი გვსტუმრობს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, დაახლოებით 15 თებერვლიდან ავიაკომპანიები და საერთაშორისო ფრენების რაოდენობა გააქტიურდება, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე არ იქნება კრიტიკული ზრდა, მაგრამ გარკვეულწილად მოიმატებს.

1-ლი თებერვლიდან, საქართველოში საჰაერო გზით შემომსვლელი როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთის რეჟიმი შემსუბუქდა
მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ქვეყნების სიას, საიდანაც ნებისმიერი ვიზიტორი საქართველოში შემოდის ნეგატიური PCR ტესტის პასუხით და ვალდებულია, აქ მე-3 დღეს კვლავ ჩაიტაროს ტესტირება.

როგორც თავის დროზე განვაცხადეთ, ამ ქვეყნების სია გადაიხედება ხოლმე, იცვლება სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან და იმ ამოცანებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის წინაშე დგას და ჩვენი ამოცანაა, რომ მას ჟანგბადი ჩავასუნთქოთ და ნელ-ნელა ამოსუნთვა დაიწყოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული