ორშაბათი, ივლისი 7, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, წარმატებული სტუდენტების...

კახა კალაძე: თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, წარმატებული სტუდენტების მეტი რაოდენობა დაფინანსდება

მიმდინარე წლიდან სოციალურად დაუცველი, წარმატებული სტუდენტების მეტი რაოდენობა დაფინანსდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 და ნაკლები ქულა აქვთ.

ახალგაზრდების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მათი ცოდნა, განათლება და შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უნდა იქნას გამოყენებული. 2015 წლიდან და აქამდე, ფინანსდებოდნენ ის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 70 000 ქულა ან ნაკლები იყო.

ჩვენი ინიციატივის შედეგად, დამატებით, 1 000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება საშუალება, თბილისის მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა წლიურად 2 250 ლარია, ხოლო სემესტრულად – 1 125 ლარი. ამ თანხის რამდენ პროცენტს მიიღებს სტუდენტი, დამოკიდებული იქნება, როგორც მის აკადემიურ მოსწრებაზე, კერძოდ, სემესტრულ ქულაზე, ისე სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებულ სარეიტინგო ქულაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, პროგრამაში ცვლილებების შედეგად, ასევე, ორმაგდება იმ მაგისტრანტების რაოდენობა, რომლებიც სემესტრულ ფინანსურ წახალისებას მიიღებენ.

ამჟამად, ფინანსდება 300 მაგისტრანტი. ცვლილების შემდეგ, 600-ზე მეტი მაგისტრანტი დაფინანსდება. იმ სტუდენტებს, ვისაც 100%-ით დაფინანსებული აქვს სწავლა, ფინანსური წახალისება ჩაერიცხებათ პირად ანგარიშებზე. აგრეთვე, პროგრამაში შემავალი უნივერსიტეტების ჩამონათვალს დაემატება კიდევ ერთი უმაღლესი სასწავლებელი – ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და მისი მაგისტრატურის საფეხური“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ამიერიდან, სტუდენტის ფინანსური წახალისება სწავლის საფასურის დაფარვის მიზნით ჩარიცხვის შემთხვევაში, არ დაიბეგრება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სუფთა სინდისით შემიძლია დღეს გითხრათ – მოგიტ***თ სამართლიანობა” – გოჩა მირცხულავა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბრობს და მძიმე...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“რუსული რეჟიმი დაემხობა და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება!” – ნინო...

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მწვავე შეფასებებს აძლევს ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...