NDI-ის კვლევების შეფასებისას თავის პოზიციას აფიქსირებს “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი დავით ცეკვავა და აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი რეალობაა, შესაბამისად აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ცატარება და ხელისუფლების ცვლილება:
“საზოგადოების დღევანდელი განწყობა გვიჩვენებს, რომ NDI-ის კვლევები, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მაინც ცალსახად იძლევა მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების საშუალებას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ პასუხების გაცემისას, როდესაც არ არის დაცული რესპოდენტის ანონიმურობა, გამოკითხვების დროს, პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში, იგი ან თავს იკავებს საკუთარი პოზიციის გამჟღავნებისგან ან სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერ არჩევანს აფიქსირებს, შესაბამისად:
1. კვლევაში „ქართული ოცნების“ პროცენტული მაჩვენებელი, ზუსტად ის მაჩვენებელია რაც მას რეალურად გააჩნია და პარტიამ ფაქტობრივად ეს შედეგი აჩვენა 2020 წლის არჩევნების მეორე ტურში, როდესაც ოპოზიციამ უარი განაცხადა მონაწილეობაზე;
2. ეს კვლევა ჩატარებულია მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი იყო მმართველი პარტიის თავმჯდომარე და მისდამი პიროვნული მხარდაჭერის წილი პროცენტული მაჩვენებელიცაა დაფიქსირებულ 31%-ში, რაც კობახიძის თავმჯდომარეობის პირობებში არსებულ რეალობას ნამდვილად აღარ ასახავს უკვე და ეს, სხვა ფაქტორებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის კიდევ ერთი საფუძველია;
3. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებთ აუცილებელია ოპოზიციის გააქტიურება და მისი ვალდებულებაა, რომ მოსახლეობას დაანახოს, რომ ქვეყანაში უკვე სულ სხვა რეალობაა და ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება, რაც დაგროვილი უმძიმესი პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზაა,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დავით ცეკვავა.