შაბათი, დეკემბერი 6, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაციაქეთევან ციხელაშვილი: "არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი"

ქეთევან ციხელაშვილი: “არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელ  ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ეტაპისათვის რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულნი საოკუპაციო ხაზს მიღმა.

მოგეხსენებათ, დღეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, ასევე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთეს განცხადებები იმის თაობაზე, რომ არ დაფიქსირებულა ინციდენტი მათი გადმოსვლისა ან წვდომისა, ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობისა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე ინციდენტი განმუხტულია. თავისუფალი მიმოსვლა სრულიად აღდგენილია. მოსახლეობისათვის არც შეზღუდულა და არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი“.

სახელმწიფო მინისტრი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მაქსიმალური  სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ვიყოთ აღჭურვილი, რადგანაც ოკუპაციის პირობებში ვართ და მავთულხლართების მიღმა, საუბედუროდ, რუსი ჯარისკაცები დგანან.

მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალური  სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ვიყოთ აღჭურვილი, იმიტომ რომ ვცხოვრობთ მოცემულობაში, როდესაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. მავთულხლართების მიღმა, საუბედუროდ, რუსი ჯარისკაცები დგანან, ძალიან მძლავრი სამხედრო ბაზებია და ამ პირობებში ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა ის არის, რომ ნებისმიერი პროვოკაცია ავირიდოთ თავიდან. ამ პასუხისმგებლობისაგან არც პოლიტიკოსები, არც ხელისუფლება, არც აქტივისტები არ არიან თავისუფალნი. ეს, პირველ რიგში,  ჩვენი საერთო სიკეთისათვის და ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვისაა. ამიტომ, მაქსიმალურად სწორი ინფორმაციითა და სიფრთხილით უნდა ვიყოთ აღჭურვილი. აქტივისტების მხრიდან იყო გარკვეული განცხადებები, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა და დამატებით დაძაბულობას აჩენდა. ხაზს ვუსვამ, რომ  ისედაც, ცხადია, ოკუპაციის პირობებში ცხოვრება რთულია და არ არის საჭირო გარკვეულ პროვოკაციებს წამოვეგოთ” – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მთაწმინდაზე რომ გამოსაქანებელს აფართოვებდა კალაძე, თქვენთვის არ ჰქონდეს ჩაფიქრებული😊” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას ირონიული მინიშნებები: "ამბობენ: ძალა აღმართს ხნავსო. ამ პრინციპით...

“თუ “ოცნებას” უნდა ქიმიური იარაღის სკანდალს თავი დააღწიოს – უნდა მოიწვიოს საერთაშორისო ექსპერტები…” –...

საქართველოში საპროტესტო აქციების დროს, შსს-ს მიერ მომწამვლელი გაზის სავარაუდო...

“მოკლედ, რაღაც დიდი უბედურება ხდება ალეკო ელისაშვილის თავს” – ლევან სანიკიძე

"ძლიერი საქართველო ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავების ფაქტს...

“ელისაშვილი არც გიჟია, არც სასოწარკვეთილი, არც საცოდავი, არც თავდადებული აკაცუკი…” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სკანდალურ ვარაუდებს...