შაბათი, აპრილი 20, 2024

“სულ დანაგვიანდა ქართული პოლიტიკა, მათ შორის ფსევდო-მორალიზმითაც, რომელსაც ნაგვის დაყრა აწუხებს, მაგრამ სუნი არა…” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატის, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრას და მომხდარი ფაქტის მიუღებლობის მიუხედავად პროტესტის შინაარსი მისთვის აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია:

ჩემის აზრით, ფორმა არის კატეგორიულად მიუღებელი, მაგრამ პროტესტის შინაარსი აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია.

როდესაც ადამიანმა მანდატი მოიპოვა იმ ხალხის ხმებით, რომელთათვისაც მისი საქციელი კატეგორიულად მიუღებულია, ის მათი მხრიდან დაგმობას იმსახურებს.

ამ ადამიანს მინიმალური ღირსება რომ ჰქონოდა, თუ განსხვავებული აზრი ჩამოუყალიბდა, უბრალოდ უნდა დაეტოვებინა მანდატი, რომელიც ახლა მოპარული აქვს.

ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც პროტესტის მიუღებელი ფორმის გამო შინაარსშიც იწყებს ამ სუბიექტის გამართლებას. ამ ლოგიკით შენდება მანკიერი სისტემა. ამ ლოგიკით გვყვანან დღეს მურუსიძე და მისი ძმები სამუდამო მართლმსაჯულების მედროშეებად.

რაც არ უნდა ნაძირალა იყო, თუ მიშას შეაგინებ, უკვე ჩვენიანი ხარ…
რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩემთვის ნაც. მოძრაობის დღევანდელი წარმომადგენელი, უფრო მეტად აუტანელია ადამიანი, რომელიც მათ ხარჯზე ხელისუფლებაში მოიკალათებს.
ასეთი ადამიანები ურნის გარეშეც ნაგავთან ასოცირდებიან, რომლითაც გაივსო ხელისუფლება.

სულ დანაგვიანდა ქართული პოლიტიკა, მათ შორის ფსევდო-მორალიზმითაც, რომელსაც ნაგვის დაყრა აწუხებს, მაგრამ სუნი არა…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული