შაბათი, აპრილი 20, 2024

“ძალიან ვცდებით, თუ გვგონია რომ მხოლოდ ფეისბუკში წერით, ან ტელევიზიებში საუბრით ოდესმე დავამარცხებთ ამ ბოროტებას, რომელსაც ეს მოძალადე, არჩევნების ქურდი ხელისუფლება წარმოადგენს” – ნიკა მელია

ბათუმში, აჭარია ა/რ-ის უზენაეს საბჭოში ოპოზიციონერი დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლის გამო პროტესტის ფორმად მისთვის თავზე ნაგვის ურნიდან ნაგავის დაყრის ფაქტს ეხმიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით:

არ იყო სასიამოვნო საყურებელი და საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია პროტესტის ასეთი მძაფრი ფორმა,
მაგრამ
“ხელისუფლებამ: საზოგადოებას, თავს ლაფი დაასხა – ხალხს არჩევანი მოპარა, პროტესტის ადრესატმა კი ეს დასხმული ლაფი შეირგო, შეიშრო და იმ თავლაფის დამსხმელ “ხელისუფლებას” გვერდით მიუჯდა.

ასე რომ, არ შეიძლება მომწონდეს ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, ან ნაგავში აგორავებენ, მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მრისხანების, რომლებიც იმ პოლიტიკოსებზე ბრაზდებიან, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდებას არაფრად აგდებენ.

ძალიან ვცდებით, თუ გვგონია რომ მხოლოდ ფეისბუკში წერით, ან ტელევიზიებში საუბრით ოდესმე, დიახ ოდესმე, დავამარცხებთ ამ ბოროტებას, რომელსაც ეს მოძალადე, არჩევნების ქურდი ხელისუფლება წარმოადგენს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა მელია

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული