ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“მასწავლებლებისთვის მარტო მადლობის გადახდა არ კმარა!” – ნანა ტოხვაძე

განათლების სისტემაში, კერძოდ, მასწავლებლებთან მიმართებაში განათლების სამინისტროს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე:

Covid-19-ის პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ ცხადი გახდა განათლების სექტორში დაგროვილი გამოწვევები და ბოლო ათწლეულში გადაუჭრელი პრობლემები. სანიტარულ-ჰიგიენური პირობების მოუწესრიგებლობამ, სისტემის გაუმართაობამ და რაც მთავარია, ხელისუფლების ზედაპირულმა დამოკიდებულებამ განათლების სფეროს მიმართ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა.

არცერთ ევროპულ სახელმწიფოში არ ჩაკეტილა სკოლები თუ საბავშვო ბაღები ასე ხანგრძლივი ვადით (მთელი სამი სემესტრით). აღარაფერს ვამბობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებაზე, რაც დიდ პრობლემას ქმნის მთელი ქვეყნის მაშტაბით.

საკორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, 18 იანვრიდან საქართველოს რეგიონების სკოლები დასწრებულ სწავლის რეჟიმს დაუბრუნდა. თუმცა, სოფლის სკოლამდე მისაღწევად მასწავლებლებს 15-20 კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ. სამწუხაროდ, არც სამინისტრომ გამოიჩინა სათანადო ყურადღება ამ საკითხის მიმართ და დირექციებსა და რესურსცენტრებს “შეაწმინდა ხელი”. თითქოს სკოლების ფინანსების დეფიციტის შესახებ არც აქვთ წარმოდგენა და ასე, სირაქლემას პოზიციიდან აგრძელებენ “ზრუნვას” რეგიონში მცხოვრებ მასწავლებლებზე. მაქვს ინფორმაცია, რომ ამ მძიმე ვითარებაში ვერანაირ ხელშეწყობას ვერ იღებენ და ტრანსპორტირების საკითხი მათთვის ყოველდღიური გამოწვევაა.

მოვუწოდებ ბ-ნ მინისტრს, დაინტერესდეს ამ პრობლემით და თვალი გაუსწოროს მასწავლებელთა მძიმე სოციალურ მდგომარეობასაც. პედაგოგებს ნამდვილად არ აქვთ ტაქსების მომსახურების გამოყენებისთვის საკმარისი ფინანსები და ანაზღაურება. გარწმუნებთ, მათი უმრავლესობის ანაზღაურება ჩხენკელის ხელფასის მხოლოდ 10%-ს შეადგენს. მასწავლებლებისთვის მარტო მადლობის გადახდა არ კმარა!” – აღნიშნავს ნანა ტოხვაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული