ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარჩილ თალაკვაძე: არ ვიცი, რომელია მიხეილ სააკაშვილის გამარჯვება,...

არჩილ თალაკვაძე: არ ვიცი, რომელია მიხეილ სააკაშვილის გამარჯვება, მაგრამ მე მახსოვს მისი დაახლოებით 30 დამარცხება

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე არ ვიცი, რომელია მისი პირველი გამარჯვება, რადგან ეს მეორედ დაასახელა, მაგრამ მე მახსოვს მისი პირველი, მეორე და დაახლოებით, 30 დამარცხება როგორც ადამიანის უფლებების სფეროში, ისე, მედიის თავისუფლების სფეროში, ისე თავისუფალი არჩევნების ჩატარების მხრივ და არაერთ არჩევნებში მას შემდეგ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. არჩილ თალაკვაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მესამე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, წარსულის პოლიტიკური ძალაა, რომელიც დღემდე ახორციელებს დესტრუქციას:

ჩვენი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც 700-ზე მეტი მტკიცებულება, მათ შორის, ჭურვის ნამსხვრევები წარადგინა ევროსასამართლოში და სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე თავის დონეზე დამატკიცა ამ დავაში საკუთარი სიმართლე. ხოლო რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა გააკეთეს, არის ის, რომ მათ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოში რეზოლუციას, სადაც საქართველო არის დადანაშაულებული ომის დაწყებაში. ეს არის განსხვავება ჩვენს შორის.

კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება – გუშინ, როდესაც საქართველომ გაიმარჯვა ამ დავაში, ჩვენი რეაქცია იყო და ჩვენი პოლიტიკური განაცხადი იყო, რომ საქართველომ გაიმარჯვა ამ დავაში, ხოლო მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის განცხადება იყო, რომ ეს არის მათი გამარჯვება, თან, მეორე გამარჯვება, ფაქტობრივად, ამ ადამიანებმა, თავის თავზე, სრულიად უტიფრად და სრულიად სიცრუეზე დაყრდნობით მიიწერეს ის გამარჯვება, რაც მთელ საქართველოს ეკუთვნის.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე არ ვიცი, რომელია მისი პირველი გამარჯვება, რადგან ეს მეორედ დაასახელა, მაგრამ მე მახსოვს მისი პირველი, მეორე და დაახლოებით, 30 დამარცხება როგორც ადამიანის უფლებების სფეროში, ისე, მედიის თავისუფლების სფეროში, ისე თავისუფალი არჩევნების ჩატარების მხრივ და არაერთ არჩევნებში მას შემდეგ. ამიტომ აქ სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია, ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა რომ მათ მხარდამჭერებს რაღაც მიყიდონ, მომავლის იმედი, სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არის წარსულის პოლიტიკური ძალა და როგორც ხედავთ, დღემდე ახორციელებენ დესტრუქციას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ირაკლი კობახიძის გამონათქვამს ჩემი ადრეული შეფასების ირიბ დადასტურებად ვიღებ” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“უამრავი სოციალური პრობლემაა, რა გადაეკიდეთ ოციოდე დარტყმულს!!! მორჩით!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ორი რამ მაძლიერებს და მაძლებინებს ამ მძიმე ბრძოლაში ყველაზე მეტად” – მარიკა არევაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, მარიკა არევაძე პირად განცდებზე საუბრობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ კიდე მე მაკრიტიკებთ, როცა ბრძენს ვეძახი!” – ელისო კილაძე

ელისო კილაძის შეფასებები, მოსაზრებები, ვარაუდები: "წულუკიანის კომისიის დასკვნას მიემატება 4...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ...

“მესმის კრეტინი და ბითური ვიყავიო ამის აღიარება უფრო რთულია, მაგრამ ბოლოს მაინც მონანიება ჯობია…”...

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი,...

“ასეთი ადამიანები წერენ ისტორიას🙏🙌” – ელისო კილაძე მურთაზ ზოდელავაზე

"ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, დაპატიმრებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოს,...

“ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს!” – მურთაზ ზოდელავა

საყურადღებო მინიშნებებით, ემოციური კომენტარი გააკეთა მედიასთან ოპოზიციონერმა ლიდერმა, მურთაზ...