ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

ეკონომიკური საქმიანობის განახლების მიზნით სავალდებულო ტესტირების გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ

ჯანდაცვის სამინისტო ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის დადგენილების თაობაზე, რომლის თანახმადაც ეკონომიკური საქმიანობის განახლების მიზნით სავალდებულო ხდება ტესტირება:

პირველი თებერვლიდან საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის განახლების მიზნით შეიქმნა ელექტრონული სისტემა.

სავაჭრო ცენტრების ბაზრების, ბაზრობების (გარდა აგრარული ბაზრისა), მათში განთავსებული ნებადართული ობიექტების ფუნქციონირების განახლების მიზნით სავალდებულოა ორგანიზაციამ უზრუნველყოს მასში მომუშვე პირების სავალდებულო ტესტირება.

ეკონომიკური საქმიანობის განახლების მიზნით სავალდებულო ტესტირების პერიოდულობისა და პირობების დაცვის შემთხვევაში სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური გასცემს შესაბამის ნებართვას.

📌 ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის/განახლების მიზნით, აუცილებელია დადგენილებით განსაზღვრულმა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ გაიაროს რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში: labour.moh.gov.ge

📌ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე შექმნილ საინფორმაციო სივრცეში „ეკონომიკურ საქმიანობათა სავალდებულო ტესტირების მიზნით რეგისტრაცია“ იხილეთ:

✅ელექტრონულ სისტემაში შესვლის ბმული
✅ეკონომიკურ საქმიანობათა სავალდებულო ტესტირების მიზნით რეგისტრაციის ინსტრუქცია
✅ტესტირების განმახორცილებელი დაწესებულებები
🔎 ყველა აუცილებელი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://www.moh.gov.ge/ka/754/

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული