ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიმომდევნო წლებში რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული ოჯახი...

მომდევნო წლებში რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული ოჯახი გვყავდეს, ეს ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება – კახა კალაძე

2021 წელს თბილისის მერიის პრიორიტეტებს შორის სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ასევე, იგეგმება პროექტების განხორციელება ეკოლოგიური და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით:

დაიწყო ახალი სამუშაო წელი და რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით, უნდა გავაათმაგოთ და გავაასმაგოთ.

2020 იყო ძალიან რთული წელი ყველანაირი თვალსაზრისით. მსოფლიო იდგა სერიოზული გამოწვევის წინაშე და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. საქართველოც არ არის გამონაკლისი, ვებრძვით უხილავ მტერს – Covid-19-ს.

პანდემიის გამო, 2020 წელს ძალიან ბევრი პრობლემა შეგვექმნა, პროექტების გადავადება მოგვიწია სხვა პრიორიტეტების გამო, თუმცა დარწმუნებული ვარ, 2021 წელს ერთიანი ძალისხმევით, ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას შევძლებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის პრიორიტეტი ასევე, დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება:

მიმდინარე წლის ბიუჯეტში ძირითადი პრიორიტეტები სოციალურ-ეკონომიკური სფეროს მხარდაჭერაა, რისთვისაც 350 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. დაახლოებით, 440 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაიხარჯება.

იცით, რომ დაწყებული გვაქვს სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმა, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. ეს იქნება მიმდინარე წელს ერთ-ერთი პრიორიტეტი. ასევე, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება.

გასულ წელს ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელა, მათ შორის, სკვერებისა და პარკების განახლება-რეაბილიტაცია, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

არსებულმა პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავსი სივრცეების არსებობას. სასიხარულოა ის, რომ უკვე საპარკე კულტურა შემოვიდა ქალაქში. ჩვენ რეაბილიტირებულ რეკრეაციულ სივრცეებში ყველა თაობის ადამიანი მიდის – ზოგი ვარჯიშობს, ზოგი სეირნობს, ზოგი შვილებს და შვილიშვილებს ასეირნებს. შესაბამისად, გვაქვს მეტი მოტივაცია, რომ ასეთი სივრცეები კიდევ შევქმნათ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა,  რომ გასული წლის ბიუჯეტი თბილისის მერიამ 96%-ზე მეტი ოდენობით შეასრულა:

რაც შეეხება გასული წლის ბიუჯეტს, თბილისის მერიამ ბიუჯეტი 96%-ზე მეტი ოდენობით შეასრულა. 440 მილიონი ლარი დაიხარჯა ინფრასტრუქტურული მიმართულებით. განსაზღვრული გვქონდა, რომ 500 მილიონზე მეტი დახარჯულიყო, თუმცა პანდემიამ სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა.

320 მილიონი ლარი დაიხარჯა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. კარგად გვესმის ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ძალიან ბევრ მათგანს დავეხმარეთ, ბევრ ოჯახს დავუდექით გვერდით, ბევრი სიცოცხლე გადავრჩინეთ, შეჭირვებულ ოჯახებს ხელი შევუწყვეთ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამით არ ვტრაბახობთ. ეს ჩვენი მოვალეობაა, მაგრამ მთავარი საზრუნავი იქნება ის, რომ მომდევნო წლებში, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული ოჯახი გვყავდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაცვლად დაგეგმილი მილიარდ 100 მილიონი ლარისა, ბიუჯეტი მილიარდ 150 მილიონი ლარი იქნება.

საუბარი იყო, რომ 2021 წლის ბიუჯეტი 1 მლრდ 100 მლნ ლარამდე გაიზრდებოდა, თუმცა 2020 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მუნიციპალიტეტის ეფექტური მუშაობის შედეგად, გადაჭარბებით არის შესრულებული და ამის გამო, 2021 წლის ბიუჯეტი იქნება 1 მლრდ 150 მლნ ლარამდე, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ ჩვენი ქალაქისა და თბილისელებისთვის“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივდივართ ვარაუდამდე, რომ აშშ იმედოვნებს ღია თუ ფარული ოპერაციებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას…” – ზაალ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვარაუდს გამოთქვამს...

გიორგი კეკელიძე: “დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა”

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი...

“ვერა და ვერ გამოვიდა კოლექტიური დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, “ვარდების რევოლუციის” ნირვანიდან” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული პრეტენზიები დასავლეთის მიმართ: "ვერა და ვერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...