spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"ევროპისა და აშშ-ს სკოლებში ონლაინ განათლების პრაქტიკის შესწავლამ...

“ევროპისა და აშშ-ს სკოლებში ონლაინ განათლების პრაქტიკის შესწავლამ გვიბიძგა დაგვენერგა უკვე აპრობირებული – ბავშვზე მორგებული, ინდივიდუალური სწავლება” – მიხეილ მეტეევი

საქართველოს სასკოლო დაწესებულებებში სწავლის განახლების პარალელურად განახლდა პოზიცია-შეფასებებიც განათლების სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან თუ კოვიდ პანგემიის პირობებში სასწავლო პროცესის ეფექტურად მართვასთან მიმართებაში. აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში სააგენტო “პარალელი” ესაუბრა სასწავლო ცენტრ “ცოდნის სახლი”-ს დამფუძნებელს და დირექტორს მიხეილ მეტეევს, რომელმაც, სააგენტოს მიერ დასმულ აქტუალურ შეკითხვებზე, დააფიქსირა თავისი პოზიცია-მოსაზრებები:

 

  • საქართველო, ისევე როგორც მსოფლიო, ებრძვის COVID-19-ით გამოწვეულ პრობლემებს. ამან დიდწილად საგანმანათლებლო სტრუქტურაზეც იმოქმედა. თქვენი, როგორც ამ დარგში მოღვაწე ადამიანისთვის, რა არის 2020-2021 წლის საგანმანათლებლო პროცესის მთავარი გამოწვევა?

– დიახ, COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიო და მათ შორის ჩვენი ქვეყანაც, განათლების კუთხით, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, ასევე მშობლებმა, შექმნილი სიტუაციის მიმართ ემოციური მზაობა ვერ გამოაჩინეს, რაც თავის მხრივ სასწავლო პროცესზე აისახა. ერთია, უთხრა ბავშვს, რომ სულ სხვა რეალობაში – ონლაინ სწავლებაზე გადადის, და მეორე, თუ როგორი მომზადებული ხვდება ის ამ სინამდვილეს. როგორც ცნობილია წინა სასწავლო წლის მეორე სემესტრი საკარანტინე პერიოდს დაემთხვა და მაშინ განათლების სამინისტროს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ – ,,მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ I სემესტრში მიღებული ქულა, ფაქტიურად ცხადყო, რომ სისტემამ გამართულად მუშაობა ვერ შეძლო და ეს წლიურ შეფასებაზეც აისახა. რამაც, თავისთავად, დისტანციური სწავლების მიმართ, მოსწავლეთა ერთგვარი დემოტივირება მოახდინა. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ სკოლის დირექტორატი, რთული და დატვირთული გრაფიკის გამო, ნაკლებად პროდუქტიული გახდა და ამ მხრივადაც ბევრი რამაა დასახვეწი, სახელმწიფოს მხრიდან მეტ ჩართულობას მოითხოვს. იმის გათვალისწინებით, რომ დისტანციური სწავლება ინტერნეტით სარგებლობაზეა დამყარებული, ესეც განათლების სისტემის მთავარი გამოწვევაა.

  • თქვენი აზრით, რა სახის პოზიტიურ და ნეგატიურ გავლენას ახდენს განათლებაზე ონლაინ სწავლება? რა დადებით და უარყოფით მხარეებს გამოყოფდით?

– მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე, არც ონლაინ სწავლებაა გამონაკლისი. თუმცა, პრაქტიკიდან გამომდინარე დროდადრო ხდება არსებული ლაფსუსების აღმოფხვრა. როდესაც ჩვენ დისტანციურ სწავლებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს მოსწავლისა და სტუდენტის სწავლება. უფრო მეტიც, სკოლის საფეხურიდან გამომდინარე განათლების დონეც იცვლება. მაგალითად: არ შეიძლება პირველ და ბოლო საფეხურზე მყოფი ბავშვის ცოდნის შეფასება ერთი და იმავე საზომი ერთეულით. მათი შედეგი სრულიად განსხვავებული შეიძლება აღმოჩნდეს. თუ ჩვენ ასაკობრივ-ფსიქოლოგიურ თავისებურებებს გავითვალისწინებთ, ყველაზე რთული პროცესი მაინც პირველ და მეორე კლასელთა შორის გვხვდება. ამ საფეხურზე ბავშვის აზროვნებას თვალსაჩინო საყრდენი სჭირდება. მისთვის მნიშვნელოვანია ხედავდეს მასწავლებელს და ეხებოდეს მას. მართალია ამ ფაქტორს გვერდს ვერ ავუვლით, მაგრამ სხვადასხვა მეთოდებით უნდა შევძლოთ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ვიპოვოთ.

  • როგორ უმკლავდება ამ მოცემულობას თქვენი საგანმანათლებლო ცენტრი ,,ცოდნის სახლი“?

– ჩვენი საგანმანათლებლო ცენტრი ,,ცოდნის სახლი“, როგორც ყველა სხვა დანარჩენი მსგავსი სასწავლო დაწესებულება, პანდემიის პირველ ეტაპზე დილემის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში ონლაინ განათლების პრაქტიკის შესწავლამ გვიბიძგა დაგვენერგა უკვე აპრობირებული – ბავშვზე მორგებული, ინდივიდუალური სწავლება. ვცდილობთ არსებულ რეალობასთან შეგუებას და შესაბამისად ჩვენი ყველა რესურსი მიმართულია ბავშვების, და არა მხოლოდ, სრულფასოვანი განათლებისკენ. ვფიქრობთ, რომ ჩვენი სასწავლო ცენტრი ამ ეტაპისთვის თავს კარგად ართმევს არსებულ რეალობას, თუმცა უკეთესის მოლოდინის რეჟიმში ვრჩებით.

  • როგორ ხდება პროგრამის შერჩევა? საწყის ეტაპზე საპილოტე პროგრამით ხელმძღვანელობთ, თუ უკვე აპრობირებულ მეთოდებს იყენებთ?

– როდესაც მშობელი მოგვმართავს, საწყის ეტაპზე განვსაზღვრავთ მოსწავლის განათლების დონეს. ეს ხდება სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. საპილოტე სისტემას რაც შეეხება, ვიყენებთ, თუმცა მაინც ვცდილობთ უკვე პრაქტიკაში დამკვიდრებულ, ტრადიციულ მეთოდებს დავეყრდნოთ და პარალელურად სიახლე შევიტანოთ მასში. მოსწავლის დონის დადგენის შემდეგ, უკვე ინდივიდუალური პროგრამის შერჩევა იწყება და სილაბუსის მიხედვით მოსწავლეს უტარდება ონლაინ გაკვეთილები.

  • საზოგადოების რომელ სეგმენტს მოიცავს თქვენი ცენტრი? რამდენად ხშირია მომართვიანობა? როგორ იღებს იმ რეალობას მშობელი, რომ აუცილებელია ონლაინ სწავლების პროცესთან შეგუება?

– ,,ცოდნის სახლი“ მოიცავს, როგორც სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, ასევე კონკრეტულ საგანში გადამზადების მსურველებს, უცხო ენის ცოდნის დონის ამაღლებას ან საბაზისოს მიცემას. შესაბამისად სეგმენტი საკმაოდ ფართოდ გვაქვს გაშლილი, რაც ნებისმიერი ასაკისა თუ განათლების მქონე ადამიანს აძლევს საშუალებას, მისთვის საინტერესო საგანი/ენა ძირეულად შეისწავლოს. რაც შეეხება მომართვიანობას, მინდა ხაზი გავუსვა, რომ სკოლების დახურვის შემდეგ, მაჩვენებელი საგრძნობლად არის გაზრდილი და ვფიქრობ, მშობლებმაც გაითავისეს შექმნილი სიტუაცია. ჩვენმა ცენტრმა აღმოუჩინა ის დახმარება, რომელიც მათ შვილებს განვითარებასა და წინსვლაში დაეხმარება.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გვიჩვენებს, თუ როგორი ქაოტური და უყურადღებო ვითარებაა გზებზე” – ანა...

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დამთავრდა - ავარიას დედა...

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“რუსთაველის გამზირი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას...

„დედაქალაქის მთავარი გამზირი სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე, უსაფრთხო და...

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

„ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...