კვირა, ივნისი 29, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოაბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი...

ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა

როგორც “ქართული ოცნების” ოფიციალური გვერდი იტყობინება, პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა. ამ ჯილდოს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს პირადად ულოცავს ფრანგი მეცენატი, ფრანსუა პინო:

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა.

საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრია, რომელიც 40 წელია რაც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა.

ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულის მინიჭებას ფრანგი მეცენატი, ფრანსუა პინო ულოცავს.

ჩემთვის სასიამოვნოა ინფორმაცია თქვენთვის საპატიო ლეგიონის ეროვნული ორდენის რაინდის წოდების მონიჭების შესახებ, რაც გულწრფელად მიხარია და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ. ეს პრესტიჟული წოდება პატივს მიაგებს თქვენს სამაგალითო ბიოგრაფიას, თქვენი თავდადების ხარისხს დემოკრატიის სამსახურში და, ასევე, თქვენს სიყვარულს საფრანგეთისადმი. კიდევ ერთხელ გილოცავთ და, ასევე, საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ახალ წელსაც. მსურს, დაგარწმუნოთ ჩემი თქვენდამი დამოკიდებულების გულწრფელობაში“,- ნათქვამია მილოცვაში.

როგორც საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, „წელს ეს ჯილდო, მათ შორის იმ ადამიანებს გადაეცათ, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს“.

საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d’honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom: აბონენტებს 5G-ის უკვე სამივე ოპერატორი მიაწვდის

საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი სამივე მსხვილი ოპერატორის აბონენტებისთვის...

“თუ გვინდა შეგვრჩეს ქვეყანა, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ!” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, რეგიონში მიმდინარე სერიოზული გეოპოლიტიკურ ცვლილებებებს, საქართველოსთან მიმართებაში...

ლელა კაკულია: “თეირანი დარწმუნებულია, რომ ამერიკა არ დაარტყამს ირანს. ირანი ცდება!”

19 ივნისს ლელა კაკულიას ფეისბუქის გვერდზე მისი წინასწარმეტყველებები გამოქვეყნდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...