შაბათი, აპრილი 27, 2024

გინდა მორწმუნე იყოს გინდა ურწმუნო, დისტანციის დაცვა და პირბადის გაკეთება ერთნაირად სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის – პაატა იმნაძე

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საშობაო ღონისძიებებთან დაკავშირებით და მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა:

გრიპზე იყო შეკითხვა და ვუპასუხებ. საქართველოში 211 ათასზე მეტი ადამიანია გრიპზე აცრილი. უნდა ითქვას, რომ ევროპის აბსულუტურად უმრავლეს ქვეყანაში გრიპის არაა აქტიური, თუმცა მთელ ევროპაში ლოქდაუნებია, ყველა პირბადით დადის, დისტანციას იცავს, ზუსტად იგივეა გრიპის ვირუსისგან თავდაცვაც. ორსულებს მოვუწოდებ, რომ მათთვის გრიპი გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე კოვიდი, ამიტომ გრიპზე უნდა აიცრან.

რაც შეეხება ჩვენს რეკომენდაციებს შობასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ტრადიციული საშობაო მსვლელობა “ალილო” არ ჩატარდება. ასე რომ ცდილობენ ყველანაირი რეკომენდაციების დაცვით ჩატარდეს საეკლესიო ღონისძიებები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რეკომენდაციებს ვიძლევით ერთნაირს – დისტანციის დაცვა და პირბადის გაკეთება ერთნაირად სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის გინდა მორწმუნე იყოს, გინდა ურწმუნო“, – აღნიშნავს პაატა იმნაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული