პარასკევი, მარტი 14, 2025
23.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შესაძლებელია ჩემი თავი აცემინოთ, მომიწყოთ ავარია, მაგრამ თუ...

“შესაძლებელია ჩემი თავი აცემინოთ, მომიწყოთ ავარია, მაგრამ თუ გადავრჩი, სათითაოდ მოგნახავთ ყველას, არ შეასრულოთ ეს დავალება” – ვასილ სოფრომაძე

კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებელი, ვასილ სოფრომაძე კომპანიის ოფიციალურ გვერდზე ბიზნესმენების მისამართით მიმართვას ავრცელებს და ეხმიანება პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას მიერ, პლენალურ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას . მისი თქმით, საქართველოში დიქტატურა მყარდება და ვასილ სოფრომაძე, მის ნათქვამ სიტყვებს საერთაშორისო ბიზნესის მისამართით სიგნალს უწოდებს:

„ჩემი დღევანდელი სიტყვა ეხება აბსოლუტურად ყველას, ნებისმიერ ბიზნესმენს: ტაქსის მძღოლს, მეთონეს, გადამზიდ კომპანიას, ტურისტულსა და ნებისმიერ სხვა კომპანიას. იმ ფონზე, როდესაც დღეს ქვეყანა დაკავებულია პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხით, როდესაც, წინ მინიმუმ ერთ კვირიანი საახალწლო-საშობაო ვაჭრობა და სამზადისია, საქართველოში მყარდება დიქტატურა. მე ამის თქმის საფუძველს მაძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას გუშინდელი გამოსვლა პარლამენტში.

მთავრობის მეთაურის განცხადება არის სიგნალი საერთაშორისო ბიზნესითვის, რომელიც აუცილებლად უნდა შემოვიდეს საქართველოში, რომელიც ისე სჭირდება ჩვენს ქვეყანას, როგორც ჟანგბადი, მაგრამ არცერთი კომპანია, არც ტრანსნაციონალური და არც არატრანსნაციონალური, რომელიც აწარმოებს ღია ბიზნესს, ნებისმიერ ბირჟაზე, ლონდონისა თუ ნიუ-იორკის, ჰონკონგის ბირჟაზე კვოტირებს და საკუთარ თავს ცემს პატივს, არცერთი კომპანია არასოდეს არ შემოვა, აი ამ სიგნალის მიღების შემდეგ“, – აცხადებს ვასილ სოფრომაძე.

„ფრესკოს“ დამფუძნებელი მიმართავს ყველა ბიზნესმენს, რომ დაიცვან საკუთარი თავი, რადგან, როგორც ის ამბობს, შესაძლებელია, ადამიანების ჯგუფმა მიიღოს გადაწყვეტილება მათი ბიზნესისა და საქმიანობის უცხოური კომპანიებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით:

„ეს არ ეხება მხოლოდ ვასილ სოფრომაძეს, ეს ეხება ყველა ბიზნესმენს. ვასილ სოფრომაძე თავის თავს იცავდა, იცავს და დაიცავს ბოლო წუთამდე, სანამ მე ვარ და მე ამ ქვეყნიდან არსად არ ვაპირებ წასვლას. მე ჩემს ბიზნესს დავიცავ, მაგრამ თქვენ, ყველას გეხებათ ეს მიმართვა, რატომ? ტაქსის მძღოლს რატომ ეხება? იმიტომ, რომ ხვალ დაარეგისტრირებენ კომპანიას საზღვარგარეთ, თავისივე ფულს ჩადებენ იმ კომპანიაში, შემოატანინებენ ამ ფულს საქართველოში, ეს იქნება უცხოური ინვესტიცია და მას მისცემენ ნებისმიერ შეღავათს ინდივიდუალურად, ყოველგვარი წესების დაცვით, ჩვეულებრივად შეუძლიათ, საერთოდ გაათავისუფლონ გადასახადებისგან და ერთ ლარად მისცენ ტერიტორია, მთა, ტბა, მდელო, საქართველო და ამას გადაწყვეტს რამდენიმე ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი.

მე ვიცი რაც ჰქვია ამ ჯგუფს, არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო. ამ ადამიანების ჯგუფი, ყოველგვარი პარლამენტის გარეშე გადაწყვეტს, რადგან ინდივიდუალურ მიდგომას არ სჭირდება არც პარლამენტი და არც კანონები.

დღეს ფიქრობთ, რომ გახარია წყვეტს ამ საქმეს და ხვალ ის რომ არ იყოს და იყოს პეტრიაშვილი და პავლიაშვილი, ისინი თავისით მიიღებენ გადაწყვეტილებას?! რატომ დიქტატურა და რატომ არის დიქტატურა? ეს არ არის, მხოლოდ სიტყვის თავისუფლებისა და რელიგიური მრწამსის შეზღუდვა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში არის გარკვეული კითხვები, მაგრამ მე არ ვარ პოლიტიკოსი, ამაზე ძალიან ბევრი მათგანი საუბრობს. მე ვლაპარაკობ ეკონომიკურ თავისუფლებაზე, რომელიც ასევე არის მონაპოვარი. ეს ეხება ყველას, თითოეულ მეწარმეს, მათი ოჯახის წევრებს და კიდევ ქვეყნის მთავრობასთან დღეს ჩახუტებულ “ქართულ ჯიგრულ პონტში” მყოფ ბიზნესს, რადგან შეიძლება ხვალ არ ეყოთ, რაც მიგაქვთ და მეტი მოგთხოვონ, უარის შემთხვევაში კი თქვენს ბიზნესს ისე გაანადგურებენ, როგორც ნებისმიერს. უბრალოდ, ახალ ბიზნესს შექმნიან, არც შეგეკითხებიან ისე და ყველანაირი გადასახადებისგან გაათავისუფლებენ. აქ გვერდით დამისხდებით, თუ მე მოვინდომე თქვენთან ჯდომა, რადგან უკვე დასული ხართ. მე არ ვაპირებ არანაირი ქულების ჩაწერას, მე არ ვმეგობრობ არცერთ მთავრობასთან და ღმერთმა დამიფაროს, რომ რომელიმე მთავრობასთან ვიმეგობრო.

მესმის, რომ თბილ კაბინეტებში კიდევ აბაკუნებენ ფეხებს, ჩემი დასჯის შესახებ. მეტი რაღა უნდა დამსაჯოთ, ისედაც ყველანაირად მაწვებით, ისედაც ყველანაირ ზღვარგადასულ უკანონობას ჩადიხართ ჩემი და ჩემი კომპანიის წინაშე, მათ შორის შავი პიარით. ვიცი, რომ ჩემს დასჯას გადაწყვეტთ. გასაგებია, მე არც ცოტნე დადიანი ვარ და არც ლიტერატურული არსენა მარაბდელი, მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით, შესაძლებელია ჩემი თავი აცემინოთ, მომიწყოთ ავარია, მაგრამ თუ გადავრჩი, სათითაოდ მოგნახავთ ყველას, არ შეასრულოთ ეს დავალება“, – აცხადებს ვასილ სოფრომაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პლენალურ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაში, ისაუბრა უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობასა და მასთან მიმართებაში ინდივიდუალურ მიდგომაზე.

მიმართვაში კი ვასილ სოფრომაძე, ასევე, აღნიშნავს და იმედოვნებს, რომ პოზიცია და ოპოზიცია მოეგება გონს და არ დაუშვებენ იმას, რაზეც მან მიმართვის დროს ისაუბრა.

ავტორი
ნინი შავლაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი სად იქნებოდა და რა იქნებოდა საქართველო!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე "ქართული ოცნების" დამფუძნებლის და საპატიო...

“არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ იქნება” – პაატა სალია

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას მინიშნებით, რომ...

“თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს – რაც უფრო აწვებით, მით უფრო ეფლობით. იცოდეთ,...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“ფაშიზმი და რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის და ვერასდროს მიაღწევს შედეგს” – კახა კალაძე

„ადამიანები, ვინც დღეს ლიბერალიზმს იჩემებს, რეალურად ლიბერალური ფაშიზმის პრინციპების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...