ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიამ გაიმარჯვა

რამდენიმე დღის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ელექტრონული არჩევნები მიმდინარეობდა და მასში თითქმის 21-მა ათასმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ეს არის უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც ორ ათეულ ათასზე მეტი ადამიანი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს ირჩევს. ასეთი მაღალი აქტივობა ამ პროცესისა და ზოგადად, მონაწილეობითი, გამჭვირვალე და ფართო ჩართულობით მმართველობისადმი ნდობასა და მხარდაჭერას ადასტურებს. სასიხარულოა, რომ ორივე კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, ანალოგიური დემოკრატიული მექანიზმების განვითარებასა და გაძლიერებას აპირებს.

ამავე დროს, სპეციალური ჯგუფი (რომელშიც შედიან ორივე კანდიდატის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები და გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით) უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს კენჭისყრაში მონაწილე ფეისბუკ პროფილების (გვერდების) მონიტორინგს, რათა ყალბი გვერდებისა და ე.წ. „ბოტების“ მონაწილეობა გამოირიცხოს.

ხმის მიცემის პროცედურა უკვე დასრულდა და შედეგების მიხედვით გამარჯვებულად გამოცხადდა ნიკა მელია, რომელსაც გამარჯვება, ერთ-ერთმა პირველმა, მისმა უშუალო კონკურენტმა, ლევან ვარშალომიძემ მიულოცა.

უახლოეს დღეებში გამარჯვებულს უკვე უშუალოდ პარტიის ყრილობაზე დაამტკიცებენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული