სამშაბათი, მაისი 13, 2025
12.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებასაქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ეროვნულ მუზეუმს შორის მემორენდუმი...

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ეროვნულ მუზეუმს შორის მემორენდუმი გაფორმდა

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობა ღრმავდება.

7 მარტს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული შეთანხმების (კონკორდატის) ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა და იგი ითვალისწინებს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში დაცულ, მართლმადიდებლურ საეკლესიო საგანძურზე ერთობლივ ზრუნვას, ასევე მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ამ მიზნით საპატრიარქოს, სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებსა და ფონდებში დაცული ქრისტიანული (მართლმადიდებლური) საეკლესიო საგანძურის აღრიცხვა-აღწერას და მონაცემთა ბაზის მომზადებას მოახდენს. აღნიშნულ ბაზაზე წვდომა ორივე მხარის უფლებამოსილ წარმომადგენელს ექნება. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თანამშრომლობის ფარგლებში ეტაპობრივად მოხდება მოსახლეობის ინფორმირება და მუზეუმში დაცული ქრისტიანული (მართლმადიდებლური) საეკლესიო საგანძურის შესახებ მასალის სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ-გვერდზე განთავსება..

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელმა, ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი) და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და სასულიერო პირები.

თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები ასევე უზრუნველყოფენ საჭირო ცვლილებების შეტანას შესაბამის ნორმატიულ აქტებში იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფარგლებს გარეთ ქრისტიანული (მართლმადიდებლური) ექსპონატების გადატანა, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართმადიდებლურ ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...