პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე მმართველი პარტიის პასუხისმგებლობას ხედავს მოლაპარაკების წარმატებით დასრულებისთვის და მზდყოფნას გამოხატავს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდში მონაწილეობაზე:
“რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ მოლაპარაკებებში და არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას ჩაშალოს მოლაპარაკების პროცესი იმ ნაბიჯებით, რასაც პარლამენტში აკეთებს. კიდევ ერთხელ უნდა გაიაზრონ, რომ მათზე გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, როგორც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფ ძალაზე და ყველაზე მეტად საზოგადოება მათ მოსთხოვს პასუხს იმ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით, რაც დღეს არის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.