ორშაბათი, ივლისი 28, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამხელა კაცები და ქალები დამდგარხართ და სააკაშვილის სპექტაკლში...

“ამხელა კაცები და ქალები დამდგარხართ და სააკაშვილის სპექტაკლში მეორეხარისხოვან როლებს ასრულებთ!” – ბონდო მძინარაშვილი

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ოპოზიციის მიერ გაზაფხულისთვის დაანონსებულ აქციებსა და საპროტესტო მოძრაობის დაწყებას ეხმიანება და მიაჩნია, რომ გაზაფხულზე ოპოზიციას უფრო ნაკლები მხარდამჭერი ეყოლება, ვიდრე აქამდე გამოჰყავდა:

ნაცოპოზიცია რომ ამბობს, – გაზაფხულზე აქციებს დავიწყებთო, – რისი იმედი აქვს, “გაზაფხულდა, აყვავილდა ნუშის” თუ იონჯა ამოვა?!

რა კრეტინები ხართ, რომ იცოდეთ, შინ შეიკეტებოდით და გარეთ ცხვირს არ გამოყოფდით!
რა გაზაფხული?!
თქვენ ხალხი ნახირი გგონიათ, რომ გაზაფხულზე საძოვარზე გაიყვანოთ?!
გაზაფხულზე იმაზე ნაკლები მხარდამჭერი გეყოლებათ, ვიდრე აქამდე გამოგყავდათ!

დაიმახსოვრეთ:
ვერასოდეს დაბრუნდებით ხელისუფლებაში, ვერასოდეს!
რაც უნდა მოხდეს, თქვენი გამარჯვების შანსი ნულის ტოლია!
თქვე მანიაკებო!

სექტას აყოლილ ოპოზიციას კი მხოლოდ მოკლედ ვკითხავდი:
თავში ტვინი გაქვთ?!
მაგრამ გული არ მითმენს, რომ მათაც არ შევუძახო:
ვის აყოლიხართ, ვის დაკრულზე ბუქნაობთ?!
ამხელა კაცები და ქალები დამდგარხართ და სააკაშვილის სპექტაკლში მეორეხარისხოვან როლებს ასრულებთ!
თქვენც ჩაგიყოლებთ ეგ მანიაკი!
თუ უკვე არ ჩაგიყოლათ!
ნეტა, შორიდან თქვენი თავი დაგანახათ, რას დაემსგავსეთ!
ან, იქნებ, არც არაფერს დაემსგავსეთ და ეს თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა?!

დაიმახსოვრეთ:
საქართველოს არ სჭირდება ისეთი პოლიტიკოსები, სამშობლოს და სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა საკუთარ და ვიწრო-პარტიულ ინტერესებს რომ დააყენებენ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გიორგი ვაშაძის ინიციატივა ერთიანობის შესახებ უნდა იქცეს რეალურ სამოქმედო გეგმად. ეს არის ნდობის...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, პატიმრობაში მყოფი...

“მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მის წინააღმდეგ გამოთქმულ...

“რით განსხვავდებიან 20-30-იანი წლების ჩეკისტებისგან?” – სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...