spot_img
მთავარიეს საინტერესოაპირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში გოჩა ლორთქიფანიძე იქნება

პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში გოჩა ლორთქიფანიძე იქნება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) მოსამართლედ აირჩიეს, აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს:

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰააგის სასამართლოში ქართველი მოსამართლე იქნება.

აღმოსავლეთ ევროპის კვოტით წარდგენილ გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას ხმა 76-მა დელეგატმა მისცა. ჰააგის მოსამართლე ის 9 წლის ვადით იქნება.

გოჩა ლორთქიფანიძემ არჩევნების ორივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა. ამ დროისთვის 6 მოსამართლის პოსტზე მხოლოდ ორი – გოჩა ლორთქიფანიძის და იოანა კორნერის (ბრიტანეთი) კანდიდატურებია დამტკიცებული. დარჩენილ 4 მოსამართლეს დელეგატები კენჭისყრის მესამე რაუნდზე ორშაბათს აირჩევენ.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოში მოსამართლის კანდიდატად საქართველომ 2020 წლის მარტში აღმოსავლეთ ევროპის კვოტით წარადგინა, ვინაიდან უფლებამოსილების ვადა ჩეხ მოსამართლეს ეწურება. ჩეხი მოსამართლის უფლებამოსილების ამოწურვასა და გოჩა ლორთქიფანიძის, როგორც ჰააგის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ცნობას თვეები სჭირდება, მანამდე კი გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის სამინისტროში გააგრძელებს საქმიანობას.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულ დონეზე გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას პარლამენტში ღია მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც უმრავლესობამ, ისე ოპოზიციამ და, საბოლოოდ, მაღალი ლეგიტიმაციის ხმებით − 91 დეპუტატის მხარდაჭერით − 2020 წლის 20 მარტს დაამტკიცა.
ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევისთვის სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს, კანდიდატმა კონკურსი გაიარა და საარჩევნო კამპანია აწარმოა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა ეროვნულ დონეზე მაღალი სტანდარტის პროცედურების დაცვით შეირჩა:

• შერჩევის პროცედურა დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის დადგენილებით და იყო ყველასათვის ხელმისაწვდომი;
• შერჩევის პროცედურა სრულად შეესაბამებოდა ჰააგის სასამართლოს წესდების (რომის სტატუტის) მოთხოვნებს;
• კონკურსის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ოფიციალური კორესპონდენცია დაეგზავნა მთლიან სასამართლო სისტემას, ადვოკატთა ასოციაციას, პროკურატურას, უნივერსიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს;
• კანდიდატის კვალიფიკაცია შეაფასეს და მოიწონეს ჰააგის სასამართლოს ყოფილმა უმაღლესი თანამდებობის პირებმა − ყოფილმა მოსამართლე ეკატერინა ტრენდაფილოვამ და ყოფილმა განმწესრიგებელმა ჰერმან ვან ჰებელმა;
• კანდიდატის პროფესიული რეპუტაცია და რომის სტატუტის მოთხოვნებთან შესაბამისობა მთავრობის წარდგინებით შეაფასა საქართველოს პარლამენტმა;
• კანდიდატს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც უმრავლესობამ, ისე ოპოზიციამ და საბოლოოდ საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაციის ხმებით − დეპუტატების 3/5-ის უმრავლესობით − დამტკიცდა გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა.

კანდიდატის შერჩევის პროცესში ჩართული იყვნენ იურიდიული პროფესიული და აკადემიური წრეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჰააგის სასამართლოს ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირები, ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტო.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატის შესარჩევი პროცედურა, საქართველოს გარდა, არცერთ სახელმწიფოს არ უწარმოებია, რაც, სხვა გარემოებებთან ერთად, საქართველოდან წარდგენილი კანდიდატის საერთაშორისო დონეზე წარმატების საფუძველი გახდა,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ბათუმის შემდეგ “ზაფხულის ფესტივალს” ქობულეთი უმასპინძლებს

24 ივლისს, ქობულეთის ცენტრალურ პარკში „ზაფხულის ფესტივალი“ ჩატარდება და...

“ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: არსებობს ამ ქვეყანაში ელემენტარული სამართალი” – ნინი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

რეაბილიტაციის პერიოდში რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება ოთხი თვის განმავლობაში შეიზღუდება

თბილისის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით: იწყება შოთა რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...