კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიუსახლკაროთათვის სახელმწიფო სერვისების არარსებობის ფონზე, მათ მიერ აგებული  შენობების...

უსახლკაროთათვის სახელმწიფო სერვისების არარსებობის ფონზე, მათ მიერ აგებული  შენობების დემონტაჟი, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა – „ღია საზოგადოების ფონდი“

„ღია საზოგადოების ფონდი“ ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, ქ. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აფრიკის დასახლებაში, უსახლკარო პირების საცხოვრისების დემონტაჟის შესახებ.

მიგვაჩნია რომ, იმ პირობებში, როცა საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემის საპასუხო ეფექტური სერვისები, თვითდახმარების მიზნით, უსახლკაროთა მიერ აგებული სტაციონარული შენობების დემონტაჟი, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც მთელს ქვეყანაში, პანდემიის ფონზე შეჩერებულია საცხოვრისიდან გამოსახლების აღსრულების პროცესი, თბილისის მერიის ეს გადაწყვეტილება დემონტაჟს განიხილავს მხოლოდ სამშენებლო სამართალდარღვევად ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულების უგულებელყოფით და უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს გამოსახლებულ პირებს.

აღნიშნული, განსაკუთრებით მწვავეა დამძიმებული პანდემიური მდგომარეობის ფონზე. იმ პირობებში, როცა, შინ დარჩენის მოწოდების მიუხედავად, ათასობით ადამიანს არ გააჩნია თავშესაფარი პანდემიისგან მათი ოჯახების, მცირეწლოვანი ბავშვებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასაცავად, თბილისის მერია, ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ზრდის უსახლკაროთა რიცხვს და ყოველგვარი გარანტიების გარეშე, ქუჩაში ტოვებს ათობით ოჯახს, ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის წინაშე.

მოვუწოდებთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, შეწყვიტოს აფრიკის დასახლებაში, თვითდახმარების მიზნით აგებული შენობების ნგრევის პროცესი, არ დაარღვიოს ამ შენობებში მაცხოვრებელთა  საცხოვრისის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და უზრუნველყოს  ამ ადამიანების ღირსეული საცხოვრისის გარანტიები.

***

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ასევე ეხმიანება ქ. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აფრიკის დასახლებაში საცხოვრისების დემონტაჟის ფაქტს და მოუწოდებს თბილისის მერიას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნგრევის პროცესი და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები უზრუნველყოს სათანადო საცხოვრისით.

ინფორმაციას აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების პრესსამსახურები ავრცელებენ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...