პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეო მიმართვას. იგი აღნიშნავს, რომ 31 ოქტომბერს ,,ქართულმა ოცნებამ” ჩაატარა ტრადიციულად ჭუჭყიანი არჩევნები. თუმცა, ელისაშვილი ასევე აცხადებს, რომ თუ გაერთიანებულ ოპოზიციას რაღაც საკითხში არ დაეთანხმა არ ნიშნავს, რომ ბიძინას მოსყიდულია:
„ჩვენ პარტიას გულწრფელად გვინდა, რომ „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ, ოღონდ არჩევნების გზით. დანარჩენი სხვა გზა მიუღებელია. ჩვენ “ქართული ოცნების” დამარცხება სიძულვილის გამო კი არ გვინდა, ჩვენ, მათი დამარცხება და გვინდა უკეთესი საქართველო. ბიძინა ივანიშვილის სიძულვილი კი არ გვამოძრავებს, საქართველოს სიყვარული გვამოძრავებს.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 31 ოქტომბერს ჩაატარა საზიზღარი არჩევნები. არჩევნები გაყალბდა და ეს იყო ტრადიციულად ჭუჭყიანი არჩევნები.
ახლა „ქართული ოცნება“ ჩვენ გვეუბნება დაგვიმტკიცეთ, რომ არჩევნები გაყალბდა.
თუ ჩვენ ოპოზიციაში ვართ, ჩვენს პარტიას აქვს პასუხისმგებლობა და მზად ვართ, რომ დავამტკიცოთ არჩევნების გაყალბება.
რა არის ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების მთავარი პრობლემა? ეს არის აზროვნებითი კატეგორიულობა და ფუნდამენტალიზმი. ანუ რა – მე რასაც ვფიქრობ, რომ სწორიაო, ის არის სწორი და მორჩა, ხოლო შენ თუ არ მეთანხმები – ხარ მტერი…
ჩვენ, ჩვენმა პარტიამ უბრალოდ განსხვავებული აზრი გამოვთქვა, გაერთიანებულ ოპოზიციას რაღაცაში არ ვეთანხმებით, ეს ხმამაღლა ვთქვით. და – არ გვეთანხმები? მაშინ შენ ბიძინას მოსყიდული ხარო.
რა გვინდოდა 31 ოქტომბერს? მრავალპარტიული პარლამენტი მიგვეღო, რაც გულისხმობს აზრთა სხვადასხვაობას. თუ გვინდა ყველა ერთ აზრზე იყოს, მაშინ ვთქვათ, რომ გვინდა საბჭოთა კავშირი.
ეს რაღაცა სექტანტიზმი ჩამოყალიბდა – თუ არ იწამებ იმას, რასაც ბოკერია გეუბნება გამოდის, რომ შენ ბიძინა ივანიშვილის მოსყიდული ხარ. არა, ჩვენ უბრალოდ განსახვავებული აზრი ვთქვით, რომ ჩვენთვის საარჩევნო რეფორმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამას მოვაწერთ ხელს და მერე წავალთ პარლამენტში. ააა, ბიძინამ გიყიდა? ხომ ჩაიარა პირველმა სხდომამ? არც იქ ვიყავით, არც მეორე სხდომაზე ვიქნებით და არც 22-ზე, თუ შეთანხმება არ იქნება.
მოვლენების განვითარების 2 სცენარია: შეთანხმებას ვაწერთ ხელს ოპოზიცია და ხელისუფლება, ,,ქართულ ოცნებასთან” ვთანხმდებით პოლიტპატიმრების, საარჩევნო რეფორმისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხებზე. თუ რიგგარეშე არჩევნებზე ვერ შევთანხმდით მოდის მორიგი, თვითმმართველობის არჩევნები. გავდივართ ოპოზიცია, დიდ ქალაქებში ვუგებთ “ქართულ ოცნებას”, ის კარგავს თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ფოთს, გორს, თელავს – ეს ხომ ანგრევს მთლიანად მმართველ პარტიას?
ასევე, არის მეორე სცენარი, რასაც არ ვეთანხმები, რაც უნდა გიგა ბოკერიას პარტიას იმიტომ, რომ ისინი პარლამენტში ვერ მოხვდნენ. მეორე სცენარი არის ის, რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვეთანხმებით „ქართულ ოცნებას“, ვაყირავებთ მოლაპარაკების მაგიდას, ვდგებით ქუჩაში, ვხევთ მანდატებს და არცერთი არ შევდივარ პარლამენტში. მერე რა ხდება? აი ეს არის მთავარი კითხვა, რა არის გეგმა და შემდეგი სტრატეგია? მეორე სცენარი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებამდე მიგვიყვანს?
ჩვენ პირველ სცენარში ბიძინა ივანიშვილის დამარცხების რეალურ ინსტრუმენტებს ვხედავთ, მეორეში ვხედავთ მარტო ქაოსს“, – აცხადებს ალექსანდრე ელისაშვილი.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე